FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  32

წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა. წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა ორეტაპიანია. ეს პროცედურა შემსყიდველ ორგანიზაციას აძლევს საშუალებას, შესყიდვის პირობების წინასწარი გამოქვეყნების შემდეგ შესყიდვის პირობებით განსაზღვრული საჭიროებებისა და მოთხოვნების, აგრეთვე მის მიერ დადგენილი საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმების შესაბამისად, შერჩეულ ეკონომიკურ ოპერატორებთან აწარმოოს მოლაპარაკება. წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს:
    ა) საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების შესასყიდად, თუ დაკმაყოფილდება ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა: ა.ა) შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებები ბაზარზე ხელმისაწვდომი გადაწყვეტის გზების მისადაგების გარეშე ვერ დაკმაყოფილდება; ა.ბ) საჯარო შესყიდვა მოიცავს დიზაინს ან ინოვაციურ გადაწყვეტას; ა.გ) შესყიდვის ხელშეკრულება მის ბუნებასთან, სირთულესთან, სამართლებრივ და ფინანსურ სტრუქტურასთან ან რისკებთან დაკავშირებული გარემოებების გამო წინასწარი მოლაპარაკების გარეშე ვერ დაიდება; ა.დ) შემსყიდველი ორგანიზაცია მკაფიოდ ვერ განსაზღვრავს სპეციფიკაციებს შესაბამის სტანდარტზე მითითებით;
    ბ) თუ საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების შესასყიდად გამოცხადებული ღია პროცედურა ან შეზღუდული პროცედურა არ შედგება ან უარყოფითი შედეგით დასრულდება.