Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 83 ანგარიშვალდებულება, კოორდინაცია და მონიტორინგი. 1. სახელმწიფო პოლიტიკა და პროგრამები უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და მართლმსაჯულების სფეროებს შორის კოორდინაციითა და უწყებათაშორისი თანამშრომლობით, ბავშვების, აკადემიური წრეების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელთა მონაწილეობით. 2. საქართველოს ტერიტორიაზე ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მონიტორინგსა და შეფასებას ახორციელებენ: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი შესაბამისი უწყებათაშორისი თანამშრომლობის კომისიები, მუნიციპალიტეტები, საქართველოს სახალხო დამცველი, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. 3. ამ კოდექსით განსაზღვრული მიზნების მიღწევისთვის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოთა თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა ქმნის უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციურ მექანიზმს. უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის შესახებ დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. |