FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  40

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილებები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამ კანონის 39-ე მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით უფლებამოსილია:
    ა) კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული სისტემის სუბიექტებთან კოორდინაციით სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შესამუშავებლად ეროვნული სისტემის სუბიექტებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოითხოვოს ამ უწყებებში არსებული ინფორმაცია, აგრეთვე შექმნას სამუშაო ჯგუფები მათი წარმომადგენლებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით;
    ბ) განახორციელოს საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვა და სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგება, საგანგებო სიტუაციის მიზეზების დადგენის მიზნით ეროვნული სისტემის სუბიექტებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოითხოვოს არსებული ინფორმაცია;
    გ) მატერიალური ან/და ელექტრონული სახით შექმნას, მიიღოს და შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა;
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  40

დ) საგანგებო სიტუაციაზე მორეაგირე მოხალისეთა ეროვნული სისტემის შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით ეროვნული სისტემის სუბიექტებთან ერთად ან დამოუკიდებლად დაგეგმოს და განახორციელოს კონკრეტული პროექტები;
    ე) განახორციელოს ზედამხედველობის ორგანოსთვის ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებები;
    ვ) მინისტრს წარუდგინოს წინადადებები სახელმწიფო მატერიალური რეზერვების მარაგების შექმნის, მართვის, შენახვისა და გამოყენების შესახებ;
    ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებების განხორციელება, საავარიო-სამაშველო სამუშაოებისა და სამაშველო სამუშაოების ჩატარება;
    თ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების ანალიზის მიზნით ეროვნული სისტემის სუბიექტებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოითხოვოს უწყებაში არსებული ინფორმაცია;
    ი) შეამოწმოს კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) მზადყოფნის დონე შესაბამისი მარეგულირებელი სტანდარტებიდან გამომდინარე მისი საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნის მიზნით და შემოწმების ანგარიში წარუდგინოს ამ კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) მესაკუთრეს;
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  40

კ) შეამოწმოს კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მზადყოფნის დონე შესაბამისი მარეგულირებელი სტანდარტებიდან გამომდინარე მისი საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნის მიზნით და შემოწმების ანგარიში წარუდგინოს ამ კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მესაკუთრეს;
    ლ) უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სრული სამობილიზაციო მზადყოფნა;
    მ) სამინისტროს სახელით დადოს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება;
    ნ) უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყოფებთან გამართული უწყებრივი კავშირი;
    ო) უზრუნველყოს საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა;
    პ) ორგანიზება გაუწიოს შიდა კონტროლისა და დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს;
    ჟ) უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს ადამიანებისთვის ფსიქოსოციალური დახმარების გაწევა;
    რ) საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით უზრუნველყოს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტებზე ზედამხედველობის განხორციელების შედეგების საჯაროობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა;
    ს) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით უზრუნველყოს მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის სისტემის ორგანიზება;
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  40

ტ) საგანგებო სიტუაციის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამების, საკომუნიკაციო გეგმებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;
    უ) საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან შეთანხმებით დამტკიცებული გეგმის შესაბამისად მოახდინოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემთა ბაზაში წინასწარ დარეგისტრირებული, შესაბამისი უნარების მქონე ვეტერანების მობილიზება და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში ჩართვა;
    ფ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.