Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ article 8 სათანადო პროცედურები, აუდიტი, აღრიცხვა და ანგარიშგება. 1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია: ა) აწარმოოს გამჭვირვალე ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგება და დაიცვას საჯაროობის პრინციპი; ბ) შეიმუშაოს და განახორციელოს შიდა კონტროლის სისტემა და პროცედურები; გ) ყოველწლიურად მოიწვიოს აუდიტორი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩასატარებლად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) აწარმოოს გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგება და საგადასახადო ანგარიშგება, პასუხისმგებელი იყოს აღნიშნული ანგარიშგებების უტყუარობისთვის, აგრეთვე ინფორმაციისა და ანგარიშგებების სრულად წარდგენისთვის, დაიცვას საჯაროობის პრინციპი; საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ფინანსური ანგარიშგება. აღრიცხვის წესი, ანგარიშგების ფორმა და წარდგენის ვადა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით; ე) საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ფინანსური ანგარიშგება. ანგარიშგების ფორმა და წარდგენის ვადა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით; ვ) იყოს პასუხისმგებელი ანგარიშგების უტყუარობაზე, ასევე ინფორმაციის და ანგარიშგების სრულად წარდგენაზე; |
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ article 8 ზ) ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 ივნისამდე საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მომზადდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით და რომლის აუდიტიც განხორციელდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად; თ) განახორციელოს „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული სათანადო პროცედურები აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად, თუ ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამ შეთანხმებით განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტია. |
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ article 8 2. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამ მუხლით გათვალისწინებულ ფინანსურ ანგარიშგებას ზედიზედ ორჯერ არ წარუდგენს საქართველოს ეროვნულ ბანკს მის მიერვე დადგენილი ფორმით და პერიოდულობით, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააუქმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია. 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია 6 წლის განმავლობაში შეინახოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) საბუღალტრო წიგნები, საინვენტარიზაციო აღწერილობა, ბალანსი, ასევე მათი გაგებისათვის აუცილებელი ინსტრუქციები და სხვა ორგანიზაციული დოკუმენტები; ბ) საბუღალტრო წიგნში ჩანაწერების დამადასტურებელი ბუღალტრული დოკუმენტები. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1682 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.165 |