Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 16 გზშ-ისგან გათავისუფლება. 1. საქმიანობის განმახორციელებელი შესაძლებელია გათავისუფლდეს გზშ-ისგან იმ კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისთვის, რომლის მიზანია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ან ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ღონისძიებების განხორციელება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი სააგენტოს წარუდგენს დასაბუთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ გზშ-ის პროცედურამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას ან ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ღონისძიებების დროულად განხორციელებას. თუ საქმიანობის მიზანია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აღნიშნულ განცხადებას უნდა დაერთოს აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი შუამდგომლობა. 3. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) საქმიანობის დასახელებას, საქმიანობის განმახორციელებლის დასახელებას; |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 16 ბ) საქმიანობის განხორციელების ადგილს, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით (shp-ფაილთან ერთად); გ) საქმიანობის დაწყების სავარაუდო დროს და დასრულების სავარაუდო დროს; დ) საქმიანობის მიზანს. 31. საქმიანობის სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე განხორციელების შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქმიანობის განმახორციელებელმა გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტაციას უნდა დაურთოს ტყის სტატუსის შეწყვეტისთვის/განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები. 4. სააგენტო საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი განცხადების რეგისტრაციიდან 1 დღის ვადაში ამ განცხადებას უგზავნის ცენტრს. ცენტრი აღნიშნული განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის განთავსებას. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 16 5. გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. სააგენტო საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ ან გზშ-ისგან გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივ აქტს უგზავნის ცენტრს. ცენტრი გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ ან გზშ-ისგან გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის მიღებიდან 4 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის განთავსებას. |