FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საჯარო სამსახურის შესახებ

article  125

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები.
1. 2017 წლის 1 ივლისამდე ამ კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ აღნიშნულ საჯარო დაწესებულებებში არსებული თანამდებობების ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად იერარქიულ რანგებში განაწილება, აგრეთვე საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა პროფესიულ საჯარო მოხელეებად გარდაქმნა ან შესაბამისი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების მქონე პირებთან შრომითი ხელშეკრულების ან ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება.
საჯარო სამსახურის შესახებ

article  125

2. პირი, რომელიც საჯარო სამსახურში 2017 წლის 1 ივლისამდეა მიღებული შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და რომლის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები შინაარსობრივად პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის შესაბამისი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების იდენტურია, შესაბამისი საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, 2017 წლის 1 ივლისიდან ჩაითვალოს პროფესიულ საჯარო მოხელედ. პირი, რომელიც საჯარო სამსახურში 2017 წლის 1 ივლისამდეა მიღებული დამხმარე მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და რომლის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები შინაარსობრივად პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის შესაბამისი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების იდენტურია (პირი საჯარო დაწესებულებაში არ ასრულებს დამხმარე, ტექნიკურ ან დროებით ფუნქციებსა და მოვალეობებს), შესაბამისი საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, 2017 წლის 1 ივლისიდან ჩაითვალოს პროფესიულ საჯარო მოხელედ. პირი, რომელიც საჯარო სამსახურში 2017 წლის 1 ივლისამდეა მიღებული და რომლის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები შინაარსობრივად პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის შესაბამისი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების იდენტური არ არის (პირი საჯარო დაწესებულებაში ასრულებს დამხმარე, ტექნიკურ ან დროებით ფუნქციებსა და მოვალეობებს), შესაბამისი საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, 2017 წლის 1 ივლისიდან ჩაითვალოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად (ამ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-6 მუხლით დადგენილი წესით). პირი, რომელიც საჯარო სამსახურში 2017 წლის 1 ივლისამდეა მიღებული და ასრულებს ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის შესაბამის ფუნქციებს, შესაბამისი საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, 2017 წლის 1 ივლისიდან ჩაითვალოს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად.
საჯარო სამსახურის შესახებ

article  125

3. თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის თანამდებობა გარდაიქმნება საერთო წესით, ხოლო ამ თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის შემცვლელს უნარჩუნდება უფლებამოსილება უკვე განსაზღვრული ვადით.
4. თანამდებობათა (პოზიციათა) გარდაქმნის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება არ აბრკოლებს თანამდებობათა (პოზიციათა) გარდაქმნას.
5. 2017 წლის 1 სექტემბრამდე ბიურომ უზრუნველყოს სერტიფიცირების ელექტრონული პროგრამის გამართვა.
6. ამ კანონით გათვალისწინებული პროფესიული საჯარო მოხელის შესაბამის კლასს გაუთანაბრდეს 2017 წლის 1 ივლისამდე საჯარო მოხელისათვის მინიჭებული საკლასო ჩინი, მიუხედავად იმისა, 2017 წლის 1 ივლისამდე ეკავა თუ არა მას საჯარო მოხელის თანამდებობა.
7. ამ კანონის ამოქმედება იწვევს საჯარო მოხელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული პირის უფლებამოსილების შეწყვეტას.
8. 2017 წლის 1 ივლისამდე გამოსაცდელი ვადით მიღებული საჯარო მოხელის მიერ გავლილი ვადა ჩაითვლება ამ კანონით გათვალისწინებულ პროფესიული საჯარო მოხელის გამოსაცდელ ვადაში.
9. 2017 წლის 1 ივლისამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოანგარიშებული საჯარო მოხელის სტაჟი ჩაითვლება ამ კანონით გათვალისწინებულ სამსახურის სტაჟში.