FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

ნარჩენების მართვის კოდექსი

article  50

კოდექსის ამოქმედება.
1. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილისა, მე-9 მუხლისა, მე-15 მუხლის პირველი ნაწილისა, მე-16 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა, 26-ე, 29-ე, 30-ე და 38-ე მუხლებისა, მე-40 მუხლის პირველი–მე-6 ნაწილებისა, 42-ე, 44-ე და 45-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2015 წლის 15 იანვრიდან.
2. ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი, მე-40 მუხლის მე-6 ნაწილი და 42-ე მუხლი ამოქმედდეს 2016 წლის 1 თებერვლიდან.
3. ამ კოდექსის 26-ე, 29-ე და 30-ე მუხლები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
4. ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილი, მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 38-ე და 45-ე მუხლები ამოქმედდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან.
5. ამ კოდექსის მე-40 მუხლის პირველი–მე-5 ნაწილები და 44-ე მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან.
6. ამ კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 თებერვლიდან.
7. ამ კოდექსის მე-9 მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 დეკემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი     ქუთაისი, 26 დეკემბერი 2014 წ. N2994-რს
ნარჩენების მართვის კოდექსი

article  50

R 1 საწვავად ან სხვაგვარი გამოყენება ენერგიის მისაღებად R 2 გამხსნელის აღდგენა (რეგენერაცია) R 3 იმ ორგანული ნივთიერებების რეციკლირება/აღდგენა, რომლებიც არ გამოიყენება, როგორც გამხსნელები (მათ შორის, კომპოსტირება და სხვა ბიოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესები)[1] R 4 მეტალების ან მეტალების ნაერთების რეციკლირება/აღდგენა R 5 სხვა არაორგანული ნივთიერებების რეციკლირება/აღდგენა[2] R 6 მჟავების ან ფუძეების რეგენერაცია R 7 იმ კომპონენტების აღდგენა, რომლებიც დაბინძურების შესამცირებლად გამოიყენება R 8 კატალიზატორებიდან კომპონენტების აღდგენა R 9 ნავთობპროდუქტების ხელახალი გამოხდა ან სხვაგვარი ხელახალი გამოყენება R 10 მიწის დამუშავება, რასაც სარგებელი მოაქვს სოფლის მეურნეობისთვის ან აუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას R 11 R1-დან R10-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ნებისმიერი ოპერაციის შედეგად მიღებული ნარჩენების გამოყენება R 12 ნარჩენების გაცვლა R1-დან R11[3]-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ოპერაციების განსახორციელებლად R 13 R1-დან R12-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ნებისმიერი ოპერაციისთვის განკუთვნილი ნარჩენების დასაწყობება (ეს არ მოიცავს ნარჩენების წარმოქმნის ადგილზე დროებით დასაწყობებას, შეგროვებისთვის მომზადებას)
ნარჩენების მართვის კოდექსი

article  50

[1] ეს მოიცავს გაზიფიკაციასა და პიროლიზს. [2] ეს მოიცავს ნიადაგის აღდგენისა და არაორგანული სამშენებლო მასალების რეციკლირების შედეგად ნიადაგის გაწმენდას. [3] თუ სხვა R კოდი არ გამოიყენება, ეს შეიძლება მოიცავდეს ნარჩენების წინასწარ დამუშავებას ნარჩენების აღდგენამდე, მათ შორის, წინასწარი დამუშავების ისეთ ოპერაციებს, როგორებიცაა: დაშლა, სორტირება, დამსხვრევა, დაპრესვა, გრანულირება, გაშრობა, დაქუცმაცება, კონდიცირება, გადაფუთვა, სეპარირება ან შერევა R1-დან R11-მდე კოდებში მოცემული რომელიმე ოპერაციის განსახორციელებლად ჩაბარებამდე.
ნარჩენების მართვის კოდექსი

article  50

D 1 მიწაში ან მიწაზე განთავსება (მაგ., ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსება და სხვ.) D 2 ნიადაგის დამუშავება (მაგ., ნიადაგში ჩაშვებული თხევადი ან ლექისებრი ნარჩენების ბიოდეგრადირება და სხვ.) D 3 ღრმა ჩაშვება (მაგ., ნარჩენების ჭაბურღილებში, მარილოვან თაღებში ან ბუნებრივ რეზერვუარებში ჩაშვება და სხვ.) D 4 ზედაპირული ჩაშვება (მაგ., თხევადი ან ლექისებრი ნარჩენების ქვაბულებში, გუბურებში ან აუზებში ჩაშვება და სხვ.) D 5 სპეციალურად მოწყობილ ნაგავსაყრელზე განთავსება (მაგ., ნარჩენების ცალკე უჯრედებში განთავსება, რომლებიც დახურულია და იზოლირებულია ერთმანეთისგან და გარემოსგან, და სხვ.) D 6 წყალსატევებში (გარდა ზღვებისა და ოკეანეებისა) ჩაშვება D 7 ზღვებსა და ოკეანეებში ჩაშვება, მათ შორის, ზღვის ფსკერზე ჩამარხვა D 8 ბიოლოგიური დამუშავება, რომელიც არ არის მოცემული ამ დანართში და რომლის შედეგად მიღებული საბოლოო ნაერთები ან ნარევები D1-დან D12-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ოპერაციების საშუალებით არის განთავსებული D 9 ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება, რომელიც არ არის მოცემული ამ დანართში და რომლის შედეგად მიღებული საბოლოო ნაერთები ან ნარევები D1-დან D12-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ოპერაციების საშუალებით არის განთავსებული (მაგ., აორთქლება, გაშრობა, კალცინირება და სხვ.) D 10 მიწაზე ინსინერაცია D 11 ზღვაში ინსინერაცია[1] D 12 მუდმივი დასაწყობება (მაგ., კონტეინერების მაღაროში განთავსება და სხვ.) D 13 შერევა D1-დან D12-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ოპერაციების დაწყებამდე[2] D 14 გადაფუთვა D1-დან D13-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ოპერაციების დაწყებამდე
ნარჩენების მართვის კოდექსი

article  50

D 15 D1-დან D14-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ოპერაციების მიმდინარეობის დროს შენახვა (ეს არ მოიცავს ნარჩენების წარმოქმნის ადგილზე დროებით დასაწყობებას, შეგროვებისთვის მომზადებას)   [1] ეს ოპერაცია აკრძალულია საერთაშორისო კონვენციებით. [2] თუ სხვა D კოდი არ გამოიყენება, ეს შეიძლება მოიცავდეს ნარჩენების წინასწარ დამუშავებას ნარჩენების განთავსებამდე, მათ შორის, წინასწარი დამუშავების ისეთ ოპერაციებს, როგორებიცაა: სორტირება, დამსხვრევა, დაპრესვა, გრანულირება, გაშრობა, დაქუცმაცება, კონდიცირება ან სეპარირება D1-დან D12-მდე კოდებში მოცემული რომელიმე ოპერაციის განსახორციელებლად ჩაბარებამდე.
ნარჩენების მართვის კოდექსი

article  50

H 1 „ფეთქებადი“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც შესაძლოა ცეცხლის ალის ზემოქმედებით აფეთქდეს, ან რომლებიც ხახუნის მიმართ უფრო მგრძნობიარეა,  ვიდრე დინიტრობენზოლი. H 2 „მჟანგავი“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც სხვა ნივთიერებებთან, კერძოდ, აალებად ნივთიერებებთან, ურთიერთქმედებისას მაღალ ეგზოთერმულ რეაქციებს ავლენს. H 3-A „ადვილად აალებადი“: თხევადი ნივთიერებები და პრეპარატები, რომელთა აალების ნიშნული 21°C-ზე ნაკლებია (მათ შორის, უკიდურესად აალებადი სითხეები); ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ჰაერთან ურთიერთქმედებისას ყოველგვარი ენერგიის გამოყენების გარეშე შესაძლოა გაცხელდეს და ცეცხლი გაუჩნდეს; მყარი ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებსაც აქვს უნარი, ცეცხლი გააჩინოს აალების წყაროსთან მცირე კონტაქტის დროსაც კი და რომლებიც აგრძელებს წვას ან შთანთქმას აალების წყაროსგან მოშორების შემდეგ; აირისებრი ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ჰაერში აალებადია ჩვეულებრივ წნევაზე; ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც წყალთან ან ნოტიო ჰაერთან ურთიერთქმედებისას საშიში ოდენობის ადვილად აალებად აირებს გამოყოფს.   H 3-B „აალებადი“ – თხევადი ნივთიერებები და პრეპარატები, რომელთა აალების ნიშნული მეტია ან ტოლია 21°C-ისა და ნაკლებია ან ტოლია 55°C-ისა. H 4 „გამაღიზიანებელი“ – არაკოროზიული ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც კანთან ან ლორწოვან მემბრანასთან დაუყოვნებელი, განგრძობადი ან განმეორებითი ურთიერთქმედებისას შესაძლოა ანთება გამოიწვიოს. H 5 „მავნე“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომელთა შესუნთქვა, ჩაყლაპვა ან კანში შეღწევა ჯანმრთელობისათვის საშიშია. H 6 „ტოქსიკური“ – ნივთიერებები და პრეპარატები (მათ შორის, მეტად ტოქსიკური ნივთიერებები და პრეპარატები), რომლებმაც შესუნთქვის, ჩაყლაპვის ან კანში შეღწევის შემთხვევაში შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული, მკვეთრი ან ქრონიკული დაზიანება ან სიკვდილიც კი გამოიწვიოს. H 7 „კანცეროგენული“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც შესუნთქვის, ჩაყლაპვის ან კანში შეღწევის შემთხვევაში შესაძლოა სიმსივნე გამოიწვიოს ან მისი გაჩენის ალბათობა გაზარდოს. H 8 „კოროზიული“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც შესაძლოა ცოცხალ ქსოვილთან ურთიერთქმედებისას დაშალოს იგი. H 9 „ინფექციური“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ისეთ მიკროორგანიზმებს ან მათ ტოქსინებს, რომლებსაც, როგორც ცნობილია ან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის ან სხვა ცოცხალი ორგანიზმის დაავადება. H 10 „რეპროდუქციისთვის ტოქსიკური“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც შესუნთქვის, ჩაყლაპვის ან კანში შეღწევის შემთხვევაში შესაძლოა არამემკვიდრეობითი თანდაყოლილი პათოლოგიები გამოიწვიოს ან მათი განვითარების ალბათობა გაზარდოს. H 11 „მუტაგენური“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც შესუნთქვის, ჩაყლაპვის ან კანში შეღწევის შემთხვევაში შესაძლოა მემკვიდრეობითი გენეტიკური დეფექტები გამოიწვიოს ან მათი განვითარების ალბათობა გაზარდოს. H 12 ნარჩენები, რომლებიც წყალთან, ჰაერთან ან მჟავასთან ურთიერთქმედებისას ტოქსიკურ ან მეტად ტოქსიკურ აირებს გამოყოფს. H 13[1] „სენსიბილური“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც ჩაყლაპვის ან კანში შეღწევის შემთხვევაში შესაძლოა  ჰიპერმგრძნობიარე რეაქცია გამოიწვიოს, კერძოდ, მათ ხანგრძლივი ზემოქმედებისას შეიძლება დამახასიათებელი უარყოფითი გავლენა მოახდინონ. H 14 „ეკოტოქსიკური“ – ნარჩენები, რომლებიც უქმნის ან რომლებმაც შესაძლოა შეუქმნას დაუყოვნებელი ან განგრძობადი რისკი გარემოს ერთ ან რამდენიმე სექტორს. H 15 ნარჩენები, რომლებმაც განთავსების შემდეგ შესაძლოა გამოყოს სხვა ნივთიერება, მაგ., გამონაჟონი, რომელსაც აქვს H1–H14 კოდებში ჩამოთვლილი რომელიმე მახასიათებელი.