Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ნორმატიული აქტების შესახებ article 7 ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართება. 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები იყოფა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობას. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების სახეებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების მიმართ მოქმედებს შემდეგი იერარქია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი. 4. ნორმატიული აქტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რეფერენდუმის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას. 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ. |
ნორმატიული აქტების შესახებ article 7 6. თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს. 7. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი. 8. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების იურიდიული ძალა განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ ორგანოთა (თანამდებობის პირთა) იერარქიის შესაბამისად. 9. უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის გათვალიწინებით: ა) საქართველოს ნორმატიულ აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მიმართ; |
ნორმატიული აქტების შესახებ article 7 ბ) საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების მიმართ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 6 ოქტომბრის კანონი №14 - ვებგვერდი, 15.10.2020 წ. |