FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს ტყის კოდექსი

article  21

ტყის მართვის ორგანო.
1. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო.
2. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს ქმნის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.
3. დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებული ტყის მართვის ორგანოა დაცული ტერიტორიების მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანო.
4. მუნიციპალური ტყის მართვის ორგანოს ქმნის და მუნიციპალური ტყის მართვის გეგმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.
5. კერძო საკუთრების ტყის მართვას ახორციელებს ტყის მესაკუთრე ან მის მიერ ამ უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.
6. ტყის მართვის ორგანო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში:
    ა) ახორციელებს ტყეთმოწყობის ღონისძიებებს;
    ბ) ახორციელებს ტყის დაცვის ღონისძიებებს;
    გ) ახორციელებს ტყის მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებებს;
    დ) ახორციელებს ტყითსარგებლობის ღონისძიებებს;
    ე) ტყის ცალკეულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოვლენის მიზნით აფასებს და სწავლობს მათ მდგომარეობას და ქმნის მონიტორინგის შედეგად მიღებულ მონაცემთა ბაზას; ვ)  სხვა ტყითმოსარგებლისგან მოითხოვს ტყის განადგურების თავიდან აცილებას და ისეთი ქმედების შეწყვეტას, რომელიც ტყეს აზიანებს;
საქართველოს ტყის კოდექსი

article  21

ზ) მონაწილეობს ტყეში სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებებში;
    თ) უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, ხანძრის საფრთხის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის შესაბამის ორგანოებს და მონაწილეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში;
    ი)  შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ტყის მართვის გეგმის პროექტს (სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო, დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებული ტყის მართვის ორგანო, კერძო საკუთრების ტყის მესაკუთრე). ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო ან  მუნიციპალური ტყის მართვის ორგანო ტყის მართვის გეგმის პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს;
    კ) შეიმუშავებს და ამტკიცებს წლიურ სამოქმედო გეგმას;
    ლ) მონაწილეობს ეკოლოგიური კატასტროფებით, ტყის მავნებელ-დაავადებებითა და სხვა მიზეზებით დაზიანებული ტყის აღდგენა-გაშენების ორგანიზებაში;
    მ) ახორციელებს ამ კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და საკუთარი წესდებით ან დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
    ნ) ადგენს/გასცემს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტებს (მათ შორის, საჯარიმო ქვითარსა და სააღსრულებო ფურცელს).
საქართველოს ტყის კოდექსი

article  21

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტყის დაცვის ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება არ მოიცავს ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს უფლებამოსილებას, განახორციელოს უკანონო ჭრის ფაქტების პრევენციის ღონისძიება.
8. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროებია:
    ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
    ბ) კრედიტები და შემოწირულებები;
    გ) ამ კოდექსის საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასური და ტყითსარგებლობის წლიური საფასური (მათ შორის, აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი);
    დ) ამ კოდექსით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხები;
    ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.