FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

article  27

ინდივიდუალური შეფასების ანგარიში.
1. ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ინდივიდუალური მახასიათებლები გაითვალისწინება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე.
2. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ორგანო ინდივიდუალური შეფასების პროცესში შეისწავლის არასრულწლოვნის განვითარების დონეს, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობებს, განათლებას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ოჯახურ ვითარებას და სხვა გარემოებებს, რომლებიც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.
3. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში აისახება არასრულწლოვნის განსაკუთრებული საჭიროებები, დანაშაულის/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის რისკი და, შესაბამისად, არასრულწლოვნის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის რეკომენდებული ღონისძიებები.
4. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და გათვალისწინება სავალდებულოა სისხლის სამართლის პროცესის შემდეგ სტადიებზე:
    ა) განრიდების ღონისძიების განსაზღვრისას;
    ბ) სასჯელის დანიშვნისას;
    გ) საპატიმრო სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისას;
    დ) არასაპატიმრო სასჯელის აღსრულებისას;
    ე) პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

article  27

41. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და გათვალისწინება სავალდებულოა აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა საქმე აკმაყოფილებს განრიდების საკანონმდებლო კრიტერიუმებს, თუმცა პროკურორი არ იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის განრიდების შესახებ.
5. პროკურორის დადგენილებით ინდივიდუალური შეფასების ანგარიში შესაძლებელია მომზადდეს და გათვალისწინებულ იქნეს სხვა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტადიაზედაც, თუ სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობა და ვადები ამის შესაძლებლობას იძლევა.
6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და 4-1 ნაწილით გათვალისწინებულ სტადიებზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს ამზადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო), ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტადიებზე − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური (შემდგომ − პენიტენციური სამსახური).
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

article  27

7.  ამ მუხლის მე-4 და 4​-1 ნაწილებით გათვალისწინებულ სტადიებზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგია, წესი და სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
8. ინდივიდუალური შეფასების ანგარიში, საჭიროებისამებრ, გაითვალისწინება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. სისხლის სამართლის პროცესის ყოველ მომდევნო სტადიაზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებისას მხედველობაში მიიღება წინა ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში არსებული ინფორმაცია.
9. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტადიაზე ინდივიდუალურ შეფასებას სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს შესაბამისი მოსამართლის მიმართვის საფუძველზე.
10. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტადიებზე ინდივიდუალური შეფასების განხორციელებისას სააგენტოს წარმომადგენელი უფლებამოსილია დაუბრკოლებლად შეხვდეს არასრულწლოვან ბრალდებულს და ინდივიდუალური შეფასებისათვის საჭირო ინფორმაცია მიიღოს ყველა ფიზიკური პირისაგან, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებისაგან.