Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 58 უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის და მხარდაჭერის მიმღების საგადასახადო ვალდებულების შესრულება. 1. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის საგადასახადო დავალიანებას გადაიხდის პირი, რომელიც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილია, მართოს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონება მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებიდან 3 თვის განმავლობაში, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონების ხარჯზე. 2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს, რომელიც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილია, მართოს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონება, გაუგზავნოს შეტყობინება, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მაგივრად დადგენილი წესით გადაიხადოს საგადასახადო დავალიანება. 3. მხარდაჭერის მიმღების საგადასახადო ვალდებულებას მხარდაჭერის მიმღების ქონების ხარჯზე ასრულებს მისი მხარდამჭერი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. მხარდაჭერის მიმღების საგადასახადო დავალიანებას მხარდაჭერის მიმღების ქონების ხარჯზე იხდის მისი მხარდამჭერი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 58 4. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი პირის საგადასახადო დავალიანება უიმედო საგადასახადო დავალიანებად ითვლება და ჩამოიწერება, თუ მისი ქონება საგადასახადო დავალიანების დასაფარავად არასაკმარისია და მხარდაჭერის მიმღების მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 5. სასამართლოს მიერ პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანება აღდგება. 6. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ან მხარდაჭერის მიმღების საგადასახადო დავალიანება არის სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3349 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. |