Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 30 ინციდენტის შესახებ მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების ვალდებულება. 1. თუ ინციდენტი მაღალი ალბათობით გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს ან/და მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ინციდენტის აღმოჩენიდან პირველი შესაძლებლობისთანავე, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე აცნობოს მონაცემთა სუბიექტს ინციდენტის შესახებ და მარტივ და მისთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ინციდენტისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების ზოგადი აღწერა; ბ) ინციდენტით გამოწვეული სავარაუდო/დამდგარი ზიანის, მის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად განხორციელებული ან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; გ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ან სხვა პირის საკონტაქტო მონაცემები. 2. თუ მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება არაპროპორციულად დიდ ხარჯებს ან ძალისხმევას მოითხოვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გაავრცელოს საჯაროდ ან სხვა ისეთი ფორმით, რომელიც ჯეროვნად უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტის მიერ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულება არ წარმოიშობა ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობისას: |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 30 ა) ინციდენტის შესახებ მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინტერესებს, სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს, დანაშაულის თავიდან აცილებას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს; ბ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა მიიღო შესაბამისი უსაფრთხოების ზომები, რის შედეგადაც თავიდან იქნა აცილებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის მნიშვნელოვანი საფრთხე. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის აღნიშნული ინციდენტის შეტყობინების წესი დგინდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით. |