FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

პენიტენციური კოდექსი

article  1261

საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში ან ტერორიზმში ბრალდებული/მსჯავრდებული პირისთვის უფლების (უფლებების) შეზღუდვა.
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165-2 მუხლით გათვალისწინებული უფლება (უფლებები) ბრალდებულს, იმავე მუხლით განსაზღვრული საფუძვლისა და პროცედურების გარდა, შეიძლება შეეზღუდოს აგრეთვე ამ მუხლით დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVII ან XXXVIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენაში:
    ა) ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირს შეიძლება შეეზღუდოს მიმოწერის უფლება, სატელეფონო საუბრის უფლება, ხანმოკლე პაემნის უფლება, ხანგრძლივი პაემნის უფლება, აგრეთვე განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება;
    ბ) მსჯავრდებულ პირს, ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების (უფლებების) გარდა, შეიძლება შეეზღუდოს აგრეთვე ვიდეოპაემნის უფლება, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება;
    გ) მსჯავრდებულ ქალს, ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლების (უფლებების) გარდა, შეიძლება შეეზღუდოს აგრეთვე საოჯახო პაემნის უფლება.
პენიტენციური კოდექსი

article  1261

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის იმავე ნაწილით განსაზღვრული უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას ამ კოდექსის შესაბამისად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იღებს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს იმავე ნაწილით განსაზღვრული უფლება (უფლებები) შეიძლება შეეზღუდოს 3 თვემდე ვადით. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ აღნიშნული უფლების (უფლებების) შეზღუდვა უქმდება.
პენიტენციური კოდექსი

article  1261

5. თუ ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის მომენტისთვის კვლავ არსებობს შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი ან თუ ეს სამართლებრივი საფუძველი აღნიშნული უფლების (უფლებების) შეზღუდვის გაუქმების შემდეგ კვლავ გამოვლინდა, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ამ კოდექსის შესაბამისად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იმდენჯერ მიიღოს ამ უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება, რამდენჯერაც იარსებებს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. ამ შემთხვევაში აღნიშნული უფლება (უფლებები) თითოეულ ჯერზე შეიძლება შეიზღუდოს 3 თვემდე ვადით.
6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პენიტენციური დაწესებულების დირექტორს სათანადო ინფორმაცია ისეთი ფორმით უნდა მიაწოდოს, ამასთანავე, პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა სათანადო ინფორმაცია თავის შესაბამის გადაწყვეტილებაში იმ ფორმით უნდა ასახოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.
პენიტენციური კოდექსი

article  1261

7. შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ ამ მუხლით გათვალისწინებული პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს გადაეცემა მისი მიღებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა.
8. შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ ამ მუხლით გათვალისწინებული პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. პენიტენციური დაწესებულების დირექტორის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
9. თუ პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო და აღარ არსებობს ამ უფლების (უფლებების) შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნული უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაუქმებლად მიმართავს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს. ამის შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი.
პენიტენციური კოდექსი

article  1261

10. თუ პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება ამ კოდექსის შესაბამისად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე საკუთარი ინიციატივით მიიღო და აღარ არსებობს ამ უფლების (უფლებების) შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი აუქმებს აღნიშნული უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას.
11. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე.
12. ამ მუხლის დებულებები არ გამორიცხავს ამავე მუხლით განსაზღვრული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული შეზღუდვების გამოყენებას.
13. პირისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ იწვევს მისთვის ბრალდებულად ყოფნის პერიოდში ამ მუხლის შესაბამისად შეზღუდული უფლების (უფლებების) შეზღუდვის გაუქმებას.