Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სასაქონლო ნიშნების შესახებ article 24 სასაქონლო ნიშნის გამოყენება. 1. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად მიიჩნევა მისი გამოყენება სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ, აგრეთვე ლიცენზიატის მიერ და სასაქონლო ნიშნის მფლობელის თანხმობით მესამე პირის მიერ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის სასაქონლო ნიშნის გამოყენებად მიიჩნევა აგრეთვე: ა) რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის გამოყენება მცირედით განსხვავებული ელემენტებით, რომლებიც არ ცვლის სასაქონლო ნიშნის განმასხვავებელ ხასიათს, მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულია თუ არა სასაქონლო ნიშანი იმ ფორმით, რომლითაც ის გამოიყენება; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე სასაქონლო ნიშნის ექსპორტისთვის განკუთვნილ საქონელზე ან მის შეფუთვაზე დატანა. 4. იმ სასაქონლო ნიშნის გამოყენება, რომელშიც საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება ჩართულია დაუცველი ნაწილის სახით, დასაშვებია შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს თანხმობით. 5. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოქმედებები უნდა განხორციელდეს იმ მოცულობით, რომ მათი განხორციელება ბაზარზე სასაქონლო ნიშნის რეალურ გამოყენებად იქნეს მიჩნეული. |