FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

წიაღის შესახებ

article  47

წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების მოთხოვნები.
1. ნებადართულია წიაღით სარგებლობა მხოლოდ მოსახლეობის, განსაკუთრებით დასაქმებულ მუშაკთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობით. 2. წიაღით მოსარგებლე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების უსაფრთხო წარმოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულება.
3. წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის მოთხოვნებია: სამუშაოზე მხოლოდ შესაბამისი სპეციალური მომზადებისა და კვალიფიკაციის მუშაკების დაშვება; სამთო და ბურღვით სამუშაოებზე დასაქმებულთა უზრუნველყოფა სპეციალური ტანსაცმლით, დაცვის ინდივიდუალური და კოლექტიური საშუალებებით; ისეთი მეთოდების, მასალების, ტექნოლოგიური და ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რომლებიც აკმაყოფილებენ უსაფრთხოების დადგენილ წესებს; სამუშაოთა ნორმალური ტექნოლოგიური ციკლისა და საშიში სიტუაციების პროგნოზირებისათვის აუცილებელი გეოლოგიური, სამარკშეიდერო და სხვა სახის დაკვირვებათა ჩატარება; სისტემატური კონტროლი სამთო გვირაბებში მტვრის, ფეთქებადსაშიში აირებისა და ჟანგბადის შემცველობაზე;
წიაღის შესახებ

article  47

წიაღით სარგებლობისას გარემოზე ყველა სახის მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებელი და დასაშვებ ნორმამდე შემამცირებელი ღონისძიებების დამუშავება და გატარება; საშიში და ავარიული სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის გეგმების შედგენა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; მუშაკთა მიერ სამუშაოთა უსაფრთხოების წესების შესწავლა და შესრულება, აგრეთვე, ავარიების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება; სამუშაოთა შეჩერება მუშაკთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, ადამიანების გამოყვანა უსაფრთხო ადგილზე და საფრთხის ლიკვიდაციისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; სამუშაოთა ჩატარებისას მხოლოდ ისეთი მანქანების, მოწყობილობებისა და მასალების გამოყენება, რომლებიც აკმაყოფილებენ უსაფრთხოების წესების ნორმების მოთხოვნებს; ფეთქებად ნივთიერებათა და ასაფეთქებელ საშუალებათა აღრიცხვა, სათანადო შენახვა და ხარჯვა, აგრეთვე მათი უსაფრთხო, სწორი გამოყენება; უსაფრთხოების წესებით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაციის, მათ შორის სამთო სამუშაოთა გეგმების დროულად შევსება მონაცემებით, რომლებიც ასახავენ სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების საზღვრებსა და ავარიის ლიკვიდაციის ზომებს.
წიაღის შესახებ

article  47

4. წიაღით მოსარგებლეთა მიერ უსაფრთხოების წესების და ნორმების დაცვის უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სათანადო საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს. ისინი განსაზღვრავენ იმ პირთა წრეს, რომლებიც კონტროლს გაუწევენ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში უსაფრთხოების აღნიშნული წესების დაცვას. 5. წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა ხელმძღვანელები, საამისოდ უფლებამოსილი სხვა თანამდებობის პირები ვალდებული არიან, წარმოებაში დასაქმებულ მუშაკთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უშუალო საფრთხის შექმნისას დაუყოვნებლივ შეაჩერონ სამუშაოები და უზრუნველყონ მათი უსაფრთხო ევაკუაცია. თუ საფრთხე ემუქრებათ წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა გავლენის ზონაში მცხოვრებლებს, შესაბამისი წიაღით მოსარგებლეები ვალდებული არიან,  შექმნილი საფრთხის შესახებ შეატყობინონ სათანადო უფლებამოსილ ორგანოებს.