Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პროფესიული თეატრების შესახებ article 5 პროფესიული თეატრის დაფუძნება. 1. პროფესიულ სახელმწიფო თეატრს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს სამინისტრო. 2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში პროფესიულ სახელმწიფო თეატრს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო. 3. პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულებას (წესდებას) ამტკიცებს საქართველოს კულტურის მინისტრი (შემდგომ − მინისტრი). 4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულებას (წესდებას) ამტკიცებენ შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი. 5. პროფესიულ მუნიციპალურ თეატრს კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს მუნიციპალიტეტი. 6. პროფესიულ შერეულ თეატრს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთდროულად აფუძნებენ სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტი და ფიზიკური პირი (პირები) ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი (პირები). 7. პროფესიულ კერძო თეატრს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფუძნებს ფიზიკური პირი (პირები) ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი (პირები). საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №405 - ვებგვერდი, 03.04.2025წ. |