FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

პოლიციის შესახებ

article  56

პოლიციელის ქმედების გასაჩივრება.
1. პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ პოლიციელის ქმედებით დაირღვა მისი უფლებები და თავისუფლებები, უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ეს ქმედება ზემდგომ თანამდებობის პირთან, პროკურატურაში ან სასამართლოში.
2. პოლიციის პრევენციული ღონისძიება, რომელიც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციული რეალაქტის ფორმით განხორციელდა, საჩივრდება საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ღონისძიების განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუ ამ ორგანოში არსებობს ღონისძიების განმახორციელებელი თანამდებობის პირის ზემდგომი თანამდებობის პირი. ხელმძღვანელი თანამდებობის პირის საპოლიციო ღონისძიება საჩივრდება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას.
3. საპოლიციო ღონისძიება, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან სისხლის სამართლის ნორმების საფუძველზე ხორციელდება, საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული რეალაქტი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში.