FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

თავდაცვის კოდექსი

article  66

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი.
1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი არის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი, რომლის გადახდა სავალდებულოა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სარგებლობისთვის.
2. წვევამდელის მიერ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველია.
3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის ოდენობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის 1 კალენდარული წლით გადავადებისთვის 5 000 (ხუთი ათასი) ლარია.
4. პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლებით შეუძლია ისარგებლოს 25 წლის მიღწევამდე.
5. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება 1 კალენდარული წლით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ იგი კვლავ დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას.
თავდაცვის კოდექსი

article  66

6. წვევამდელს გამწვევ კომისიაში გამოცხადებისას ეცნობება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობისა და ამ უფლების გამოყენების წესის თაობაზე.
7. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში წვევამდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში კეთდება სათანადო ჩანაწერი და ინახება აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
8. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის ვადა, წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
9. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მოცულობების განსაზღვრისა და ამ შემოსავლების მიღებაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით სამინისტრო ყოველი წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დადგენილი წესით წარუდგენს შესაბამის გაანგარიშებებს აღნიშნული მოსაკრებლიდან მომდევნო საბიუჯეტო წელს მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მოცულობების შესახებ.