Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 84 მონაცემთა შეგროვება და ანალიზი. 1. ამ კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ქმნის მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიან ელექტრონულ სისტემას, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სფეროში ბავშვის უფლებების რეალიზების ამსახველი სტატისტიკური მონაცემების, მათ შორის, ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის, ბავშვის მიმართ ძალადობის მიზეზებისა და შედეგების, მსჯავრდების შემთხვევების რაოდენობის, შესაბამისი პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობის შესახებ მონაცემების, შეგროვებასა და ანალიზს. მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემისა და ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტრუქციას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. სახელმწიფო მონაცემებს აგროვებს ბავშვის ყველა უფლებასთან დაკავშირებით შემუშავებული ინდიკატორების მიხედვით და მონაცემთა ანალიზის შედეგების გათვალისწინებით შეიმუშავებს ინფორმირებულ ბავშვის უფლებათა დაცვის სახელმწიფო პოლიტიკას. |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 84 21. უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის ფუნქციონირებისთვის ბავშვის პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვებია ბავშვის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან უსაფრთხოებისთვის ან/და ბავშვის საუკეთესო ინტერესისთვის ან მისი უფლებისთვის მიყენებული ზიანის ან მოსალოდნელი რისკების შემცველი შემთხვევის გამოვლენის ან/და მართვის მიზნებისთვის და ამ მიზნების ფარგლებში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. სახელმწიფო უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის სტატისტიკური მაჩვენებლებისა და კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. 4. სახელმწიფო ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს, მათ შორის, ექსპერტთა ჯგუფის მონაწილეობით, ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის საკითხების საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განსახილველად. 5. ამ მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთავრობა. |