Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
სახელმწიფო ვალის შესახებ article 2 საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილება სახელმწიფო კრედიტებზე ხელშეკრულებების დადებასა და კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით. 1. საქართველოს პარლამენტი ახორციელებს სხვა სახელმწიფოებთან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოთა ორგანოებთან და სხვა სუბიექტებთან სახელმწიფო საგარეო კრედიტების აღებასთან ან კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებათა რატიფიცირებას, გარდა ამ მუხლის 4-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქვს განსაკუთრებული უფლება, საქართველოს მთავრობის თანხმობით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციით: ა) დადოს ხელშეკრულებები ეროვნული და სხვა კონვერტირებადი ვალუტით ფულადი სახსრების ვალად აღების შესახებ; ბ) საქართველოსა და სხვა ქვეყნების საფინანსო ორგანიზაციებს მისცეს კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიები ეროვნული და სხვა კონვერტირებადი ვალუტით, რომელიც გამოეყოფათ საქართველოს ეკონომიკურ აგენტებს საკუთრების ფორმისა და სამეურნეო საქმიანობის მიუხედავად. 21. სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წინადადება საქართველოს მთავრობას წარედგინება „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. |
სახელმწიფო ვალის შესახებ article 2 22. სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით სხვა ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. საქართველოს მთავრობის თანხმობა სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებაზე ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემაზე გაიცემა განკარგულების სახით. 23. საქართველოს მთავრობისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებას უნდა ერთვოდეს: ა) ხელშეკრულების პროექტი ქართულ ენაზე (უცხოურენოვანი ტექსტის არსებობისას იგი წარდგენილი უნდა იქნეს ოფიციალურად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად). სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით დასადები სხვა ხელშეკრულებების უცხოურენოვანი ტექსტების ქართულად თარგმნასა და თარგმანის ოფიციალურ დამოწმებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; |
სახელმწიფო ვალის შესახებ article 2 ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დასკვნები ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის შესახებ. 2-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს საგარეო ვალების მომსახურებას, იღებს გადაწყვეტილებებს საგარეო სესხების მოზიდვის შესახებ, აწარმოებს მოლაპარაკებებს უცხოელ კრედიტორებთან, ხელს აწერს შესაბამის დოკუმენტებს სესხის აღების შესახებ, აღრიცხავს და იყენებს ნასესხებ თანხებს. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობისა და საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირების გარეშე ვალის აღებაზე ან გარანტიაზე დადებული შეთანხმება არ არის სახელმწიფო ვალი ან კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტია, გარდა ამ მუხლის 4-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. |
სახელმწიფო ვალის შესახებ article 2 41. საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსაშვები, უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ ნორმებს. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრება შესაბამისი წლის წლიური საბიუჯეტო კანონით. 43. საქართველოს მთავრობა საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გამოსათხოვი საფინანსო რესურსის მოცულობასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობა მიმართავს საქართველოს პარლამენტს საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გამოთხოვილი საფინანსო რესურსის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის თაობაზე. საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ საკითხზე თავის თანხმობას გამოხატავს დადგენილებით. 44. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გამოითხოვს თანხებს დამტკიცებული საფინანსო რესურსის ფარგლებში. 5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახდენს სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების (შეთანხმებების) იურიდიულ დასაბუთებას (ექსპერტიზას). |
სახელმწიფო ვალის შესახებ article 2 საქართველოს 1998 წლის 12 ივნისი ს კანონი №1429 - პარლამენტის უწყებანი №23-24, 30.06.1998 წ., გვ. 26 საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №601 - სსმ I, №37, 1 6.12.2004 წ., მუხ.176 საქართველოს 2005 წლის 9 ნოემბრის კანონი №2018 - სსმ I, №48, 29.11.2005 წ., მუხ.315 |