FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1511

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხვა ან/და გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა, მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის მიერ არასწორი დასკვნის გაცემა.
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხვა ან/და გადატანა (მათ შორის, მწვანე ნარგავის ისე დაზიანება ან თვითნებურად გაჩეხვა, რომ ვერ დგინდება დაზიანებული ან თვითნებურად გაჩეხილი მწვანე ნარგავის სახეობა), მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე.
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის მიერ არასწორი დასკვნის გაცემა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.