FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საკონსულო მოსაკრებლის შესახებ

article  2

საკონსულო მოსაკრებლის გადახდევინების წესი.
1. საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის ან/და საკონსულო მომსახურების გაწევისათვის.
11. თუ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილია საქართველოს ინტერესთა სექცია, საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება საქართველოს ინტერესთა სექციის მიერ საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის ან/და საკონსულო მომსახურების გაწევისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის ამ კანონის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე ნაცვალგების საფუძველზე.
3. ნაცვალგების საფუძველზე საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი სახელმწიფო საქართველოს მოქალაქის მიმართ იყენებს ზოგადი წესისაგან განსხვავებულ წესს, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2376 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.