Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 39 ყალბი ფულის ნიშნები და ფულის ნიშნების რეპროდუცირება. 1. ფულის ნიშნების გაყალბება აკრძალულია და ისჯება კანონით. 2. ყალბი ფულის ნიშნები მიმოქცევიდან ამოიღება და არ ანაზღაურდება. 3. საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების წესს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო. 4. ეროვნული ბანკი მთავარი ექსპერტია ლარის ბანკნოტებისა და მონეტების, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე ექსპერტია უცხოური ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების ნამდვილობის დადგენის საქმეში. 5. საქართველოს ტერიტორიაზე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. |