Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 6 ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოებას. სახელმწიფო საიდუმლოებას შეიძლება მიეკუთვნოს შემდეგი ინფორმაცია: ა) თავდაცვის სფეროში: ა.ა) ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სტრატეგიულ და ოპერატიულ გეგმებს, სამხედრო ოპერაციების მომზადებისა და ჩატარების ამსახველ დოკუმენტებს, შეეხება ჯარებისა და სხვა დანაყოფების სტრატეგიული და ოპერატიული გადაადგილების, მათი მობილიზაციის, საბრძოლო მზადყოფნისა და სამობილიზაციო რესურსების გამოყენების საკითხებს; ა.ბ) ინფორმაცია შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის განვითარების მიზნობრივი პროგრამების შესახებ, აგრეთვე ახალი სახეობის სამხედრო იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და თავდაცვითი ტექნოლოგიის შემუშავებასთან დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო სამუშაოების თაობაზე; ა.გ) ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების რეჟიმის, სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ; ბ) ეკონომიკის სფეროში: |
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 6 ბ.ა) ინფორმაცია სამობილიზაციო გეგმებისა და სიმძლავრეების, სამხედრო დანიშნულების სტრატეგიული ნედლეულისა და მასალების მარაგისა და მიწოდების მოცულობების, სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვების მატერიალური ფასეულობების და მათი შესანახი საცავების განლაგებისა და მოცულობის შესახებ, აგრეთვე ამ საცავების მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე; ბ.ბ) ინფორმაცია ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ქვეყნის ინფრასტრუქტურის სხვა დარგებისა და ობიექტების დაცვის სისტემისა და რეჟიმის შესახებ, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის; ბ.გ) ინფორმაცია მკაცრი აღრიცხვის ფორმების (გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა) დამზადებასთან, შენახვასთან, დაცვასთან, გაყალბების თავიდან აცილებასთან, მიმოქცევასთან, გაცვლასთან და მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ; |
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 6 ბ.დ) საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულისა და ძვირფასი ლითონის შემცველი ფასეულობის გადაზიდვასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოქცევისათვის განკუთვნილი ნაღდი ფულის შენახვასთან, დაცვასთან და აღრიცხვასთან, მიმოქცევისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებასთან, გაყალბების თავიდან აცილებასთან, მიმოქცევასთან, გაცვლასთან ან მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაცია, რომლის ნაადრევმა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს; ბ.ე) ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემთა დამუშავების ცენტრების (სერვერული ცენტრების), სადაც ელექტრონულად მუშავდება და ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებული ინფორმაცია, მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების შესრულების შესახებ, აგრეთვე ამ ობიექტების დაცვისა და უსაფრთხოების თაობაზე; |
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 6 ბ.ვ) ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის იმ ობიექტების, სადაც ხორციელდება ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციები, მშენებლობისათვის შესასრულებელი და შესრულებული საპროექტო-სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესახებ, ინფორმაცია/ცნობები ამ ობიექტების მშენებლობის დროს გამოყენებული ტექნიკური საშუალებების, სამშენებლო-სარემონტო მასალის, ძალის, აგრეთვე აღნიშნული ობიექტების ტექნიკური მდგომარეობის, დაცვისა და უსაფრთხოების შესახებ; გ) საგარეო ურთიერთობათა სფეროში: გ.ა) საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა შესახებ ინფორმაცია, რომლის წინასწარ გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს; გ.ბ) სხვა სახელმწიფოებთან სამხედრო, სამეცნიერო-ტექნიკური და სხვა სახის თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს; დ) დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში: |
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 6 დ.ა) ინფორმაცია სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების გეგმების, ორგანიზების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების, ფორმების, მეთოდებისა და შედეგების შესახებ, აგრეთვე კონკრეტული ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვის, განხორციელებისა და დაფინანსების თაობაზე; დ.ბ) ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სფეროებში კონფიდენციალურად თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ სათანადო საქმიანობის განმახორციელებელ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან; დ.გ) ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ჩართული არიან სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში; დ.დ) ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირების და ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის რეჟიმის შესახებ; დ.ე) ინფორმაცია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის დაცვის რეჟიმის შესახებ; დ.ვ) ინფორმაცია სამთავრობო და სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის შესახებ; |
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 6 დ.ზ) ინფორმაცია სახელმწიფო ინფორმაციული სისტემების დაცვის ტექნიკური საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ; სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ-სამძებრო მიზნებისათვის გამოყენებული კიბერსაშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ; სახელმწიფო საიდუმლოების დასაცავად შექმნილი ინფორმაციული სისტემების ტექნიკური და პროგრამული მახასიათებლების შესახებ; კიბერსივრცეში საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მართლსაწინააღმდეგო აქტების გამოვლენისას და აღკვეთისას გამოყენებული ტექნიკურ-პროგრამული საშუალებებისა და მეთოდების შესახებ; სახელმწიფო შიფრების დამუშავებისა და გამოყენების შესახებ, აგრეთვე კრიპტოგრაფიის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის თაობაზე; დ.თ) ინფორმაცია საქართველოს საჰაერო და საზღვაო სივრცეებისა და სახმელეთო საზღვრის დაცვის კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შესახებ; დ.ი) ინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ მოსალოდნელი საფრთხეების და მათი თავიდან აცილებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ; |
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 6 დ.კ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მთავრობის, სამინისტროებისა და სხვა უწყებების მიერ დაგეგმილი ან განსახორციელებელი კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, რომლის წინასწარი გამჟღავნება ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ე) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში: ე.ა) ინფორმაცია, რომელიც მოცემულია საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული (ტექნოგენური) საფრთხეების შეფასების საიდუმლო ნაწილში; ე.ბ) ინფორმაცია იმ გეგმების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შედეგად წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნასა და მასზე რეაგირებასთან; ე.გ) ინფორმაცია იმ ცალკეული მატერიალურ-ტექნიკური რესურსებისა და საშუალებების, აგრეთვე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ, რომლებიც გამოიყენება საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შედეგად წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირებისთვის; ე.დ) ინფორმაცია ეროვნული სიტუაციური ოთახის პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკური აღჭურვის შესახებ. |