FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  165

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
3. დასაბეგრი პირი, რომელიც საქართველოში აწარმოებს აქციზურ საქონელს, ვალდებულია აქციზური საქონლის მიწოდებამდე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
4. რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირი, თუ რეორგანიზაციის რომელიმე მხარე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირია, ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ით ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე, მაგრამ რეორგანიზაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  165

5. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პარტნიორისგან/წევრისგან შენატანის სახით საქონლის/მომსახურების მიღების შემთხვევაში საწარმო/ამხანაგობა ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე, მაგრამ შენატანის განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
6. პირს შეუძლია დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში იგი დღგ-ის გადამხდელად განიხილება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს სავალდებულო რეგისტრაციისთვის გათვალისწინებული ვადისა.
7. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას არ გაითვალისწინება ამ კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები, გარდა:
    ა) ამ კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ფინანსურ ან უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციებისა, თუ მათი განხორციელება დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობაა;
    ბ) საქონლის ექსპორტის ოპერაციებისა;
    გ) ამ კოდექსის 172-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  165

71. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება.
8. რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირის, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას გაითვალისწინება რეორგანიზაციის მხარეების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები, ამ მუხლით დადგენილი წესით.
9. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნების მიუხედავად, დასაბეგრ პირს, რომელსაც აქვს ფიქსირებული დაწესებულება საქართველოში, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით) და იგი ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს ამ ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა.
10. დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.