FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ

article  8

რეპატრიანტის სტატუსის მინიჭება. 1. შესაბამისი უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვისა და მისი ანალიზის შემდეგ, აგრეთვე ამ კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე განსაზღვრული პროცედურების გავლის შედეგების გათვალისწინებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამზადებს დასკვნას რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირისათვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის თაობაზე, რის საფუძველზედაც  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი (შემდგომ − სახელმწიფო მინისტრი) გამოსცემს ბრძანებას პირისათვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის თაობაზე.
2. სახელმწიფო მინისტრის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბრძანების გამოცემიდან 20 დღის ვადაში რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირს ეცნობება რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის თაობაზე.
3. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის და 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედება.
4. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში 1 თვის ვადაში რეპატრიანტს უნდა გადაეცეს რეპატრიანტის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.