Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ article 1 ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამ კანონის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საწარმო – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საწარმო ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული და ორგანიზაციად ცნობილი წარმონაქმნი (მათ შორის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაცია); ბ) კომისია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია, რომლის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. კომისიის შემადგენლობაში, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, შედიან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტების თავმჯდომარეები; გ) (ამოღებულია - 06.03.2024, №4055); დ) სასესხო დავალიანება: დ.ა) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე გაცემული სესხის და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტის დაუბრუნებლობის შედეგად წარმოქმნილი და დადგენილ ვადაში შეუსრულებელი ვალდებულება; |
სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ article 1 დ.ბ) ვადადაუმდგარი სასესხო ვალდებულება – საწარმოზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე გაცემული სესხი და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტი, რომელთა დაბრუნების ვადა არ დამდგარა; ე) გადახდისუუნარობა – საწარმოს მიერ სასესხო დავალიანების დადგენილ ვადაში დაფარვის შეუძლებლობა; ვ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია – ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების (მათ შორის, ჯარიმის, საურავის, პირგასამტეხლოს და სხვა) გაყინვა ან/და გადავადება. სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია უნდა მოიცავდეს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციას, აგრეთვე ამ სასესხო დავალიანების ფარგლებში არსებული ვადადაუმდგარი სასესხო ვალდებულების რესტრუქტურიზაციას; ზ) დავალიანების გაყინვა – ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის ვალდებულების განსაზღვრული ვადით შეჩერება; თ) დავალიანების გადავადება – ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის ვალდებულების განვადება; ი) განსაკუთრებული შემთხვევა – შემთხვევა, როდესაც ხორციელდება ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების (მათ შორის, უკვე რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანების) რესტრუქტურიზაცია შემდეგი პირობების არსებობისას: |
სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ article 1 ი.ა) მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად იმ საწარმოს საპრივატიზებოდ მომზადება, რომელშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50%-ზე მეტს, ან/და რომელსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის სტრატეგიული დანიშნულება ან/და საექსპორტო პოტენციალი აქვს; ი.ბ) საწარმოს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების არსებობა, რომელიც წარმოიშვა იმ საქონლის/მომსახურების მიწოდებისთვის ანაზღაურების მიუღებლობის გამო, რომელიც ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო; კ) უიმედო სესხი – სასესხო დავალიანება: კ.ა) რომელიც ვერ დაიფარება მისი ამოღების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებების განხორციელების შედეგად; კ.ბ) რომელიც არის იმ საწარმოს სასესხო დავალიანება, რომელიც ამოღებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან ლიკვიდირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ.გ) რომელიც არის იმ საწარმოს სასესხო დავალიანება, რომლის ქონებაც, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალ შემძენზე დაუტვირთავი და ვალებისაგან თავისუფალი გადავიდა; |
სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ article 1 კ.დ) რომელიც, კომისიის შეფასებით, ვერ დაიფარება, საწარმოს ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე; კ.ე) რომელზედაც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება; კ.ვ) რომელზედაც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც კრედიტორის მოთხოვნა შესაბამისი პირის გაკოტრების რეჟიმის ან/და რეაბილიტაციის რეჟიმის ფარგლებში არ იქნა აღიარებული; ლ) ერთი შესასრულებელი ვალდებულება − განსაზღვრული თარიღისთვის არსებული ერთი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება. |