Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 87 2. 2025 წლის 1 ოქტომბრამდე მინისტრმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყონ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის საქართველოდან მისი შესაძლო გაძევების, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის განმარტების წესისა და ფორმის, აგრეთვე სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის განსაზღვრა. 3. 2025 წლის 1 დეკემბრამდე პენიტენციურმა დაწესებულებამ უზრუნველყოს აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში 2025 წლის 1 ოქტომბრამდე მოთავსებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოხდის შემდეგ ან სასჯელის მოხდისგან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლების შემდეგ საქართველოდან მისი შესაძლო გაძევების შესახებ ინფორმაციის, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობისა და შესაბამისი ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. 4. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც 2025 წლის 1 ოქტომბრამდე აქვს მინიჭებული ჰუმანიტარული სტატუსი, ეს სტატუსი შეუნარჩუნდება იმავე ვადით, რომლითაც მას საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნული სტატუსი მიენიჭა. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 87 ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები. 1. 2025 წლის 1 ოქტომბრამდე მინისტრმა უზრუნველყოს: ა) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დადგენა; ბ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის სამინისტროს სისტემის შესაბამის დაწესებულებაში მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს სათანადო დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დადგენა; გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დადგენა; დ) საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის განთავსებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ე) ამ კანონის ამოქმედებისთვის საჭირო სხვა შესაბამისი ბრძანებების გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 87 5. თუ პირი, რომელიც საქართველოში 2025 წლის 1 ოქტომბრამდე შემოვიდა, 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 30 დღის ვადაში არ წარადგენს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას, მისი განცხადება განიხილება დაჩქარებული წესით, ამ კანონის შესაბამისად. 6. ამ კანონის შესაბამისად სათანადო სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული/გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები. |