Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ article 11 ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების სახეები. 1. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედება არის ატმოსფერულ ჰაერზე ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე. 2. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების სახეებია: ა) ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება; ბ) ატმოსფერულ ჰაერზე რადიაციული ზემოქმედება; გ) ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურება; დ) ატმოსფერულ ჰაერზე ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედება. |