Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 40 სამელიორაციო დამშრობი სისტემების მომსახურე სუბიექტების და ცენტრალიზებული წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების მიერ ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვის აღებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება. 1. სამელიორაციო დამშრობი სისტემებით ზედაპირული წყლის ობიექტებში წყალჩაშვებისთვის ნაგებობების ან/და ტექნიკური საშუალებების მოწყობის საჭიროება განისაზღვრება საამისოდ უფლებამოსილი ორგანოს/პირების მიერ, სამელიორაციო დამშრობი სისტემის მფლობელის მიერ წარმოდგენილი ლაბორატორიული ანალიზების შედეგების საფუძველზე მომზადებული დასკვნით. 2. ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა) მოქმედება არსებულ, ცენტრალიზებული წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემებზე გავრცელდეს 2028 წლის 1 იანვრიდან. |