Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 43 უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება. 1. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას უფლება აქვს, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 16 დღისა უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 43 12. კენჭისყრის დღიდან უსკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს, რომელმაც არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ უსკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე მოიპოვა უმაღლესი საბჭოს წევრის მანდატი, უფლება აქვს წერილობითი განცხადებით მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს თავისი კანდიდატურის პარტიული სიიდან მოხსნის თაობაზე. აღნიშნულ შემთხვევაში მისი კანდიდატურა პარტიული სიიდან მოიხსნება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით, უსკოს მიერ არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე არაუგვიანეს 1 დღისა. თუ უსკოს თავმჯდომარე არ გამოსცემს განკარგულებას ამ პუნქტით დადგენილ ვადაში, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება განცხადების წარდგენის მომდევნო დღიდან. პარტიული სიიდან მოხსნილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის ადგილს ავტომატურად იკავებს იმავე პარტიულ სიაში მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი. ამ პუნქტით განსაზღვრული უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის ადგილმონაცვლეს უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით მოითხოვოს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 43 1 -3. (ამოღებულია - 08.08.2020, №134). 2. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიას უფლება არა აქვს, პარტიულ სიაში დარჩენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. პარტიის მიერ წარდგენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოიხსნება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 43 3. არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის უსკოს ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ, პარტიულ სიაში დარჩენილ უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს შეუძლია არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს. მისი კანდიდატურა მოიხსნება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან. 4. საარჩევნო სუბიექტის ან ცალკეული კანდიდატების არჩევნებიდან მოხსნის შესახებ ინფორმაციას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაუყოვნებლივ აქვეყნებს უსკო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 8 აგვისტოს კანონი №134 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 12.08.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის 19 ივლისის კანონი №96-რს - ვებგვერდი, 19.07.2024წ. |