Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ამნისტიის შესახებ article 3 1. იმისათვის, რომ ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა პირმა ისარგებლოს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიით, მან განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. თუ ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად პირი ფლობს იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის ყალბ მოწმობას, მან ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე ამ პუნქტში მითითებულ ვადაში განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვალდებულება. |
ამნისტიის შესახებ article 3 3. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში, ბინადრობის მოწმობაში, საქართველოს მოქალაქის პასპორტში, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტში, სხვა სამგზავრო დოკუმენტში, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში ან/და სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში გასაცემ სხვა ოფიციალურ დოკუმენტში მითითებული მონაცემების ნამდვილ მონაცემებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში სააგენტო აუქმებს შესაბამის დოკუმენტს და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ქმედებებს სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზაში შესწორების შეტანის მიზნით. 4. იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობაში მითითებული მონაცემების ნამდვილ მონაცემებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აუქმებს შესაბამის დოკუმენტს და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ქმედებებს შესაბამის მონაცემთა ბაზაში შესწორების შეტანის მიზნით. |
ამნისტიის შესახებ article 3 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში სამინისტრო პირის შესახებ შესაბამის ინფორმაციას აწვდის სააგენტოს. თუ იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის ყალბი მოწმობა გაცემულია ყალბი დოკუმენტის − საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის საფუძველზე, სააგენტო ახორციელებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. 6. თუ სააგენტოს ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აქვს ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, პირის ნებაყოფლობითი მიმართვის გარეშეც, იგი ვალდებულია ეს ინფორმაცია გაუგზავნოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. |
ამნისტიის შესახებ article 3 7. იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით ნებაყოფლობით არ განაცხადა ასეთი დანაშაულის შესახებ, სისხლისსამართლებრივი დევნა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ 2014 წლის 31 დეკემბრის შემდეგ. |