FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

პროფესიული თეატრების შესახებ

article  10

პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების სტრუქტურა და მართვა.
1. პროფესიული თეატრის მართვა ხორციელდება ამ კანონისა და თეატრის დებულების (წესდების) შესაბამისად.
2. პროფესიული თეატრი შედგება:
    ა) თეატრის დასისგან;
    ბ) თეატრის დირექტორისგან;
    გ) სამხატვრო საბჭოსგან (მისი არსებობის შემთხვევაში);
    დ) დამდგმელი რეჟისორისგან ან/და რეჟისორებისგან, დამდგმელი დირიჟორისგან;
    ე) სამხატვრო ხელმძღვანელისგან ან მთავარი რეჟისორისგან ან სარეჟისორო კოლეგიისგან, მთავარი მხატვრისგან (დრამატულ თეატრში, ოპერისა და ბალეტის თეატრში და სხვაგან);
    ვ) მთავარი რეჟისორისა და მთავარი დირიჟორისგან (მუსიკალურ თეატრში), თუ თეატრის დირექტორი პროფესიით შესაბამისად რეჟისორი ან/და დირიჟორი არ არის;
    ზ) მთავარი ბალეტმაისტერისგან, დამდგმელი ბალეტმაისტერისა და მთავარი ქორმაისტერისგან (მუსიკალურ თეატრში);
    თ) ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისგან.
3. თეატრის დირექტორი უნდა იყოს უმაღლესი განათლების მქონე პირი. თეატრის დირექტორი:
    ა) არის თეატრის ხელმძღვანელი;
    ბ) პასუხისმგებელია თეატრის საქმიანობაზე და პერსონალურად არის პასუხისმგებელი მისი საქმიანობის ჯეროვნად წარმართვისთვის;
    გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს თეატრის საშტატო ნუსხას და საშტატო ერთეულების რაოდენობას, სახელფასო განაკვეთს და თეატრალური საქმიანობის წახალისების ფორმებს;
პროფესიული თეატრების შესახებ

article  10

დ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებთან კონკრეტული ვადით დებს შრომით ხელშეკრულებებს, რომლებიც, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ხანგრძლივობის მიუხედავად, უვადო ხელშეკრულებებად არ ჩაითვლება;
    ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ სპეციალისტებთან კონკრეტული ვადით დებს შრომით ხელშეკრულებებს, რომლებიც, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ხანგრძლივობის მიუხედავად, უვადო ხელშეკრულებებად არ ჩაითვლება;
    ვ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სამხატვრო ხელმძღვანელის ან რეჟისორის (რეჟისორების) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით;
    ზ) უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას;
    თ) ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს (მისი არსებობის შემთხვევაში);
    ი) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებს;
    კ) წარმართავს თეატრის ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას;
    ლ) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და დამხმარე პერსონალის წევრებს;
პროფესიული თეატრების შესახებ

article  10

მ) უფლებამოსილია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება (უფლებამოსილების დელეგირება თეატრის დირექტორს არ ათავისუფლებს თეატრის საქმიანობაზე პასუხისმგებლობისგან);
    ნ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და თეატრის დებულებით (წესდებით) გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.
31. თეატრის დირექტორმა შესაძლებელია შეითავსოს სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილებები, თუ მას აქვს უმაღლესი სახელოვნებო განათლება, ან მოიწვიოს სამხატვრო ხელმძღვანელი. 4.  სამინისტროს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ სახელმწიფო თეატრში თეატრის დირექტორს ნიშნავს მინისტრი საკუთარი შეხედულებით. მინისტრი ასევე უფლებამოსილია თეატრის დირექტორად დანიშნოს კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატი ან სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატი ან/და უარი თქვას აღნიშნული საბჭოების მიერ წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე და თეატრის დირექტორი საკუთარი შეხედულებით დანიშნოს.
პროფესიული თეატრების შესახებ

article  10

6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროფესიულ სახელმწიფო თეატრებში თეატრის დირექტორს ნიშნავენ შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი საკუთარი შეხედულებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ასევე უფლებამოსილია თეატრის დირექტორად დანიშნოს კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატი ან სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატი ან/და უარი თქვას აღნიშნული საბჭოების მიერ წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე და თეატრის დირექტორი საკუთარი შეხედულებით დანიშნოს.
7. პროფესიულ მუნიციპალურ თეატრში თეატრის დირექტორს ნიშნავს მუნიციპალიტეტის მერი საკუთარი შეხედულებით. მუნიციპალიტეტის მერი ასევე უფლებამოსილია თეატრის დირექტორად დანიშნოს კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატი ან სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატი ან/და უარი თქვას აღნიშნული საბჭოების მიერ წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე და თეატრის დირექტორი საკუთარი შეხედულებით დანიშნოს.
პროფესიული თეატრების შესახებ

article  10

8. მინისტრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი უფლებამოსილია:
    ა) თეატრის დირექტორად დანიშნოს სამინისტროსთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატი;
    ბ) თეატრის დირექტორად დანიშნოს კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატი; გ) თეატრის დირექტორი  საკუთარი შეხედულებით დანიშნოს. 10. სარეკომენდაციო საბჭოს უფლებამოსილებები (მათ შორის, სარეკომენდაციო საბჭოსთვის კანდიდატურის წარდგენის წესი) და საქმიანობის წესი განისაზღვრება სარეკომენდაციო საბჭოს დებულებით. სამხატვრო საბჭოსთვის (მისი არსებობის შემთხვევაში) კანდიდატურის წარდგენის წესი განისაზღვრება თეატრის დებულებით (წესდებით).
101. თეატრის დირექტორობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს ამტკიცებს მინისტრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ან მუნიციპალიტეტი.
11. თეატრის დირექტორობის კანდიდატი ვალდებულია წარადგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია.
პროფესიული თეატრების შესახებ

article  10

12. თეატრის დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს: ა) პროფესიულ სახელმწიფო თეატრში − მინისტრი, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში − შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი: ა.ა) სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე; ა.ბ) თეატრის დასის ან სამხატვრო საბჭოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, თუ მინისტრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი გაიზიარებს წარდგენილ დასაბუთებას; ა.გ)  საკუთარი ინიციატივით, რის შესახებაც თეატრის დირექტორს ეცნობება 1 თვით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ა.დ) საკუთარი ინიციატივით, რის შესახებაც თეატრის დირექტორს ეცნობება 3 კალენდარული დღით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ბ) პროფესიულ მუნიციპალურ თეატრში − მუნიციპალიტეტის მერი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით, საქართველოს კანონმდებლობითა და თეატრის დებულებით (წესდებით) გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
პროფესიული თეატრების შესახებ

article  10

13. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, თეატრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია სამოქმედო პროგრამისა და სამუშაო გეგმის შეუსრულებლობა. 16. პროფესიულ სახელმწიფო თეატრს თეატრის დირექტორის წარდგინების საფუძველზე მინისტრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ჰყავდეს სამხატვრო საბჭო.
17. პროფესიულ მუნიციპალურ თეატრს თეატრის დირექტორის წარდგინების საფუძველზე შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ჰყავდეს სამხატვრო საბჭო. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №405 - ვებგვერდი, 03.04.2025წ.