Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 5 კონფიდენციალურობის პრინციპი. 1. თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე მათი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შესახებ მონაცემები და სხვა ინფორმაცია კონფიდენციალურია და არ შეიძლება მათი სხვა ორგანიზაციებისთვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის, წარმოშობის ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისა და მოქალაქეებისთვის, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის გამჟღავნება თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა წერილობითი თანხმობის გარეშე. 2. კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა ევალებათ ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ იმ სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც ახორციელებენ ქმედებებს საერთაშორისო დაცვის სფეროში, აგრეთვე მესამე პირებს, რომლებიც მონაწილეობენ თავშესაფრის პროცედურაში. ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები ხელმძღვანელობენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებით. 3. შესაძლებელია ინფორმაციის გაცვლა ტერორიზმთან ან ექსტრადიციის საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, თუ დაცული იქნება ინფორმაცია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე. |