FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  87

ბავშვის მხარდაჭერის ორგანიზაციული მოწყობის ფორმები.
1. ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი ორგანოები იქმნება სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ ან ფუნქციონირებს ბავშვის დახმარების სფეროში მომუშავე კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფორმით.
2. სახელმწიფო ორგანო და მუნიციპალიტეტი ამ კოდექსით გათვალისწინებულ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის დაწესებულებას ქმნიან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით ან ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების განმახორციელებელ კერძო პირებს კონკურსის წესით შეარჩევენ.
3. მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით მუნიციპალიტეტმა უნდა განსაზღვროს შესაბამისი პასუხისმგებელი სამსახური (სტრუქტურული ერთეული), რომელიც შეიმუშავებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ მართვას და მათი განხორციელების კონტროლს საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
4. ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივი ფორმები განისაზღვრება მათი სადამფუძნებლო შეთანხმებებით.
ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  87

5. სახელმწიფო ორგანომ ბავშვის მხარდაჭერის პოლიტიკის განსაზღვრისას უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის მხარდაჭერის პროგრამის ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი კერძო დაწესებულების კონკურსის წესით შერჩევის საფუძველზე განხორციელებას.