FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  7

ვადების განსაზღვრა.
1. ამ კოდექსით დადგენილი ვადა განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან დროის მონაკვეთით, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, თვეებით, დღეებით ან/და იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს.
2. ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან. დღე შეიძლება იყოს სამუშაო ან კალენდარული. თუ დაკონკრეტებული არ არის, დღე არის კალენდარული დღე. სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული უქმე დღისა, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, მთავრდება ვადის ბოლო წლის შესაბამის თვესა და რიცხვში.
4. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება თვეებით, მთავრდება ვადის ბოლო თვის შესაბამის რიცხვში.
5. მოქმედება, რომლის განხორციელებისთვისაც დადგენილია ვადა, შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ ასეთი მოქმედება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით ხორციელდება, − ამ ვადის ბოლო დღის 24 საათამდე.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  7

6. თუ მოქმედების განხორციელების ვადის ბოლო დღე არასამუშაო დღეს ემთხვევა, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ ასეთი მოქმედება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით ხორციელდება, იგი შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სამუშაო დღის 24 საათამდე.
7. კალენდარული წელი არის დროის მონაკვეთი ერთი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
8. წელი (გარდა კალენდარული წლისა) არის დროის მონაკვეთი, რომელიც შედგება ნებისმიერი უწყვეტი 12 თვისგან.
9. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დაუშვებელია, ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დროის მონაკვეთი გაიზარდოს ან შემცირდეს, ხოლო ვადა ან კალენდარული თარიღი − გადმოიწიოს ან გადავადდეს.