Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ article 8 1. გაფრთხილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში შეტანილი უნდა იქნეს მის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღისა. |
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ article 8 11. სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შემთხვევაში დასაშვებია, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ გაფრთხილება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის დაუცველად იქნეს შეტანილი. ამ შემთხვევაში განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც პასუხისმგებელი პირისთვის ცნობილი გახდება სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შესახებ ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა შეიძლება განსაზღვროს გაფრთხილების შეტანის განსხვავებული ფორმა და წესი. 2. გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს: ა) შეკრების ან მანიფესტაციის ფორმა, მიზანი, ჩატარების ადგილი ან სვლაგეზი, დაწყების დრო, დამთავრების დრო, თარიღი, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა; ბ) პასუხისმგებელი პირის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი (მისამართი), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, გაფრთხილების შეტანის თარიღი და დრო. 3. გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს აგრეთვე პასუხისმგებელი პირის მიერ შეკრების ან მანიფესტაციის მსვლელობისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა. 4. გაფრთხილებას ხელს აწერენ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები. |
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ article 8 5. ადგილობრივი მმართველობის ორგანო არ მიიღებს გაფრთხილებას, თუ : ა) გაფრთხილება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ მოთხოვნებს ; ბ) შეკრება ან მანიფესტაცია ჩატარების ფორმის, დროისა და ადგილის მიხედვით ემთხვევა სხვა შეკრებას, მანიფესტაციას, რომლის შესახებ გაფრთხილება უფრო ადრე იქნა წარდგენილი, ანდა სხვა მასობრივ აქციას; |
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ article 8 7. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო გაფრთხილების მიღებისთანავე მის ასლზე ადასტურებს გაფრთხილების მიღების თარიღსა და დროს. 8. გაფრთხილების მიმღები თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, განუმარტონ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელ პირებს ამ კანონის მოთხოვნები და გააფრთხილონ ისინი დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ. 9. შეკრება ან მანიფესტაცია ტარდება გაფრთხილებაში აღნიშნულ დროსა და ადგილას, მასში მითითებული მიზნისა და სვლაგეზის შესაბამისად. 10. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებ ისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები და მისი მონაწილენი ვალდებული არიან, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და შეასრულონ გაფრთხილებით ნაკისრი ვალდებულებანი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/2/180-183 - სსმ IV, 19.11.2002 წ., გვ.2 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/3/1635 – ვებგვერდი, 18.12.2023წ. |