Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ article 172 მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი (თავშესაფარი). 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი (თავშესაფარი) მსხვერპლს უნდა უქმნიდეს საყოფაცხოვრებო პირობებს და უნდა უზრუნველყოფდეს მის მიერ პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებითა და ფსიქოლოგიური დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობას. 2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ თავშესაფრის შექმნა დასაშვებია, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. 3. თავშესაფრის საქმიანობა რეგულირდება მისი წესდებით (შინაგანაწესით), რომელიც შეესაბამება ასეთი ადგილისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს და განსაზღვრავს თავშესაფრის სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს, მათ შორის, თავშესაფრის მომსახურების სახეებს, ამ მომსახურებების მიმღებ პირთა წრეს და მომსახურებების მიწოდების პირობებსა და ვადებს, აგრეთვე მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის საფუძვლებს. |
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ article 172 4. თავშესაფრის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები ან/და შეიმუშაოს სპეციალური ინსტრუმენტი (მაგალითად, რისკებისა და საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტი), რომელთა (რომლის) საფუძველზედაც/საშუალებითაც იგი მსხვერპლის მიერ თავშესაფრის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან, იღებს გადაწყვეტილებას მისთვის თავშესაფრის მომსახურების მიწოდების ან ამ მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ. საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2697 - ვებგვერდი, 31.10.2014წ. |
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ article 172 მუხლი 18. მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსება 1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას მსხვერპლის მიერ თავშესაფრის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირების თავშესაფარში მოთავსებას/გადაყვანას. 2. მსხვერპლისთვის თავშესაფრის მომსახურების მიწოდება არ არის დამოკიდებული მის მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა წინააღმდეგ. 3. მსხვერპლის მიერ თავშესაფრის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან (ე. ი. მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად არ მოქმედებს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი ან ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები), თავშესაფრის მომსახურების მიმწოდებელი თავის მიერ განსაზღვრული ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე/შემუშავებული სპეციალური ინსტრუმენტის საშუალებით იღებს გადაწყვეტილებას მისთვის თავშესაფრის მომსახურების მიწოდების ან ამ მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ. თავშესაფრის მომსახურების მიმწოდებელი ამ გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა მსხვერპლის რეალურ საჭიროებებს, სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გაუთვალისწინებლად. თავშესაფრის მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. 4. მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირების თავშესაფარში მოთავსება ხდება 4 თვემდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის წესდებით (შინაგანაწესით) დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსხვერპლს აღარ სურს თავშესაფარში აღნიშნულ პერიოდზე მეტი ხნით დარჩენა. მსხვერპლის თავშესაფარში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ მის მიმართ საფრთხის არსებობისას თავშესაფრის ადმინისტრაცია მსხვერპლის თანხმობის შემთხვევაში ამის თაობაზე აცნობებს სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირების უზრუნველსაყოფად. 5. თავშესაფარში მოთავსების შემთხვევაში მსხვერპლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნარჩუნდება სამუშაო ადგილი იმავე თანამდებობაზე. |
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ article 172 მუხლი 18-1. კრიზისული ცენტრი 1. კრიზისული ცენტრი არის მხარდაჭერის მომსახურებების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც მსხვერპლს ძალადობრივი გარემოსგან თავის დაღწევასა და ძალების აღდგენაში ეხმარება. აღნიშნული მიზნით კრიზისული ცენტრი, სულ მცირე, უზრუნველყოფს მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ დახმარებას/რეაბილიტაციას. კრიზისული ცენტრი შესაძლებელია უზრუნველყოფდეს აგრეთვე მხარდაჭერის სხვა მომსახურებების (მათ შორის, დროებითი (სადღეღამისო) საცხოვრებლით მომსახურების) მიწოდებას, თუ ეს გათვალისწინებულია კრიზისული ცენტრის წესდებით (შინაგანაწესით). 2. კრიზისული ცენტრი იქმნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე შექმნილი კრიზისული ცენტრი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ასეთი დაწესებულებისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. 3. მსხვერპლისთვის კრიზისული ცენტრის მომსახურების მიწოდება არ არის დამოკიდებული მის მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა წინააღმდეგ. 4. კრიზისული ცენტრის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები ან/და შეიმუშაოს სპეციალური ინსტრუმენტი (მაგალითად, რისკებისა და საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტი), რომელთა (რომლის) საფუძველზედაც/საშუალებითაც იგი მსხვერპლის მიერ კრიზისული ცენტრის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან (ე. ი. მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად არ მოქმედებს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი ან ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები), იღებს გადაწყვეტილებას მისთვის კრიზისული ცენტრის მომსახურების მიწოდების ან ამ მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ. კრიზისული ცენტრის მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. 5. კრიზისული ცენტრის მომსახურებით სარგებლობის პერიოდში მსხვერპლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნარჩუნდება სამუშაო ადგილი იმავე თანამდებობაზე. 6. კრიზისული ცენტრის საქმიანობა რეგულირდება მისი წესდებით (შინაგანაწესით), რომელიც აწესრიგებს კრიზისული ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, განსაზღვრავს კრიზისული ცენტრის მომსახურების სახეებს, ამ მომსახურებების მიმღებ პირთა წრეს და მომსახურებების მიწოდების პირობებსა და ვადებს, აგრეთვე მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის საფუძვლებს. |