FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

article  13

კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონა.
1. კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონა (შემდგომ ამ მუხლში − ბუნების მკაცრი დაცვის ზონა ) „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ეწყობა ხელუხლებელი ბუნების შენარჩუნების , არამანიპულაციური სა მეცნიერო კვლევისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის .
2. ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ :
    ა ) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა ;
    ბ ) საგანმანათლებლო საქმიანობა ;
    გ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის პერსონალის ავტომოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;
    დ ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება ;
    ე ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება ;
    ვ ) ბუნების მკაცრი დაცვის ზონის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფიზიკური დაცვა );
    ზ ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება ;
    თ ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება ამ კანონის მე -16 მუხლით განსაზღვრული წესით დადგენილ საზღვრებში .
კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

article  13

3. ბუნების მკაცრი დაცვის ზონის მდებარეობა , ფართობი და საზღვრები „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით .