Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1503 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის თვითნებური შეცვლა. 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის თვითნებური შეცვლა, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ფერის შეცვლა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. იმავე ქმედების „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსის, ჯიხურის, დახლის ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებური მონტაჟი ან/და განთავსება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას − 1 000 ლარის ოდენობით. 4. იმავე ქმედების „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. |