FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

article  13

კომისიის ანგარიში. 1.  კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს მოქმედი წესების შესაბამისად. საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს, გადაწყვიტოს კომისიის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების აუდიტის ჩატარება, რომელიც ხორციელდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შერჩეული საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორის მიერ. ამ მუხლით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის შესასწავლად შერჩეული აუდიტორის საკომპენსაციო სახსრებს გაიღებს კომისია.
2. კომისია არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს.
3. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს მთავრობას უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვონ და მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.