Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ article 4 1. საჯარო დაწესებულების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დეპარტამენტთან შეთანხმების მიზნით საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დეპარტამენტთან შეთანხმების მიზნით − მუნიციპალიტეტის მერი წერილობით მიმართავს დეპარტამენტს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მიმართვა უნდა შეიცავდეს: ა) შესაბამისი საჯარო დაწესებულების სრულ სახელწოდებას, ხოლო თუ იგი სხვა დაწესებულების სისტემაში შემავალი საჯარო დაწესებულებაა, − აგრეთვე ამ დაწესებულების სრულ სახელწოდებას; ბ) დეპარტამენტისთვის მიმართვის საფუძველს; გ) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს გამოსახულების პროექტს; დ) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს აღწერილობას. 3. დეპარტამენტი უფლებამოსილია საჯარო დაწესებულებას დამატებითი დასაბუთება მოსთხოვოს. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს გამოსახულების პროექტის განხილვაში და მისი განხილვისას დეპარტამენტს საკუთარი ინიციატივით წარუდგინოს დამატებითი მონაცემები. 4. დეპარტამენტი შესათანხმებლად წარდგენილ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს აფასებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად. |
სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ article 4 5. დეპარტამენტი წარდგენილი პროექტის შეთანხმების შესახებ დასკვნას გასცემს ამ პროექტის წარდგენიდან 1 თვეში. თუ დეპარტამენტი ამ ვადაში დასკვნას არ გასცემს, აღნიშნული პროექტი შეთანხმებულად ითვლება. პროექტის შეთანხმების შემდეგ ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ხელმძღვანელი პირი ან ორგანო უფლებამოსილია დაამტკიცოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო. 6. საჯარო დაწესებულების მოქმედი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ცვლილება დეპარტამენტთან თანხმდება ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების გარდა, წარდგენილი უნდა იქნეს აღნიშნული ცვლილების დასაბუთება. საქართველოს 2025 წლის 6 თებევლის კანონი №269 - ვებგვერდი, 06.02.2025წ. |