FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  227

პეტიცია.
1. პეტიცია არის არანაკლებ 300 პირის მიმართვა, რომელიც ეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს.
2. პეტიციის განაცხადი წერილობით ან/და ელექტრონულად წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს და აღირიცხება შესაბამის რეესტრში. პეტიციის ელექტრონულად წარსადგენად პირი ავსებს და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ადასტურებს პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ ელექტრონული პეტიციის ფორმას.
3. პეტიციის განაცხადი პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენიდან 3 დღის ვადაში ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი:
    ა) შეიცავს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ომისკენ, სიძულვილისკენ ან დისკრიმინაციისკენ, ან აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ანდა ქმნის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა საფრთხეს;
    ბ) არ ეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს;
    გ) შეურაცხმყოფელი ან უხამსი შინაარსისაა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  227

4. პეტიციის განაცხადის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა შეგროვდეს არანაკლებ 300 მხარდამჭერი. პეტიციის განაცხადზე პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულებით. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულებამდე პირი პარლამენტის ვებგვერდის შესაბამის ველში ელექტრონულად უთითებს ტელეფონის ნომერს. თუ პეტიციის განაცხადი პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში ვერ მიიღებს პეტიციის წარდგენისთვის საჭირო, ამ პუნქტით გათვალისწინებული რაოდენობის პირის მხარდაჭერას, იგი არ განიხილება, რის შესახებაც ეცნობება პეტიციის განაცხადის წარმდგენ პირს, ხოლო რამდენიმე წარმდგენი პირის არსებობის შემთხვევაში − იმ პირს, რომელიც პეტიციის განაცხადის ავტორად არის მითითებული. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში ან აღნიშნული ვადის გასვლამდე არანაკლებ 300 მხარდამჭერის შეგროვების შემთხვევაში, პეტიციის განაცხადის ავტორის მიმართვის საფუძველზე პეტიციას პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე.
5. წერილობით წარდგენილ პეტიციის განაცხადზე/პეტიციაზე პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, ხელმოწერით, მისი სახელის, გვარის, პირადი ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითებით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  227

6. წერილობით წარდგენილი პეტიცია, რომელიც წარდგენისას მხარდაჭერილია არანაკლებ 300 პირის მიერ, მხარდამჭერთა შეგროვების მიზნით პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნების გარეშე აღირიცხება შესაბამის რეესტრში. აღნიშნულ პეტიციას პარლამენტის თავმჯდომარე გადასცემს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე.
7. პარლამენტის ბიურო პეტიციას გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პეტიციის მისთვის გადაცემიდან 1 კვირის ვადაში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ იგი ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით არის შესრულებული. თუ დადგინდა, რომ ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 300-ზე ნაკლებია, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე პარლამენტის ბიურო პეტიციის ავტორს პეტიციის განხილვაზე უარს ეუბნება.
8. პარლამენტის ბიურო პეტიციას შესასწავლად და განსახილველად გადასცემს შესაბამის კომიტეტს.
9. შესაბამისი კომიტეტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
    ა) მიზანშეწონილად მიიჩნევს პეტიციის უშუალოდ შესწავლასა და განხილვას;
    ბ) პეტიციას შესაბამის სამინისტროს, სხვა უწყებას უგზავნის;
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  227

გ) მიზანშეუწონლად მიიჩნევს პეტიციის შესწავლასა და განხილვას.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება 2 კვირის ვადაში ეცნობება პეტიციის ავტორს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი კომიტეტი პეტიციას მისთვის გადაცემიდან 1 თვის ვადაში განიხილავს და დასკვნას, რომელსაც თან ერთვის პეტიციის სრული ტექსტი, წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. აღნიშნული ვადა შეიძლება კომიტეტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე გააგრძელოს პარლამენტის ბიურომ არაუმეტეს 2 თვით. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის დასკვნის საფუძველზე პარლამენტის ბიუროს შესაბამისი საკითხი განსახილველად შეაქვს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
12. სამინისტრო, სხვა უწყება 1 თვის ვადაში აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორსა და შესაბამის კომიტეტს. შესაბამისი კომიტეტის თანხმობით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით. თუ სამინისტრო, სხვა უწყება დადგენილ ვადაში არ აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორს, პარლამენტი იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
13. პეტიციის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემდეგ პარლამენტი იღებს დადგენილებას.
14. პეტიციის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე და ეცნობება პეტიციის ავტორს.