FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ

article  5

რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის რეგისტრაცია.
1. ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი წესით წარდგენილი განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ რეგისტრირდება და მას ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი.
2. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენისას ამ განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების შემოწმების შედეგად ხარვეზის არარსებობის დადგენის შემთხვევაში განმცხადებელი აღირიცხება რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირად. 3. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენისას განაცხადში ან/და თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ან წარმომადგენლობა ამის თაობაზე აცნობებს განმცხადებელს, რათა აღნიშნული ხარვეზი გამოსწორებულ იქნეს 4 თვემდე ვადაში.
4. თუ განმცხადებელი 4 თვის ვადაში ვერ წარმოადგენს ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ განაცხადს ან/და დოკუმენტებს უხარვეზოდ, განაცხადი რჩება განუხილველი და განმცხადებელს უბრუნდება უკვე წარმოდგენილი დოკუმენტები.
5. ხარვეზის გამოსასწორებლად ამ კანონით დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში განმცხადებელი უფლებამოსილია ხელახლა წარადგინოს რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადი ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი წესით, არა უგვიანეს 2009 წლის 1 ივლისისა.