Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 31 მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება. 1. თუ მონაცემთა დამუშავებისას ახალი ტექნოლოგიების, მონაცემთა კატეგორიის, მოცულობის, მონაცემთა დამუშავების მიზნებისა და საშუალებების გათვალისწინებით, მაღალი ალბათობით იქმნება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფრთხე, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია წინასწარ განახორციელოს მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება. 2. გარდა პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების განხორციელება სავალდებულოა, თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი: ა) მონაცემთა სუბიექტისთვის სამართლებრივი, ფინანსური ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგის მქონე გადაწყვეტილებას იღებს სრულად ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე; ბ) ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს; გ) ახორციელებს მონაცემთა სუბიექტების ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. 3. მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასებისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია შექმნას წერილობითი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს: ა) მონაცემთა კატეგორიის, მათი დამუშავების მიზნების, პროპორციულობის, პროცესისა და საფუძვლების აღწერას; |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 31 ბ) ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის შესაძლო საფრთხეების შეფასებას და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების აღწერას. 4. მონაცემთა დამუშავების პროცესის არსებითი ცვლილების შემთხვევაში დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია განაახლოს მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი შეინახოს მონაცემთა დამუშავების მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის შემთხვევაში − არანაკლებ 1 წლის ვადით. 5. თუ მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების შედეგად გამოვლინდება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის მაღალი საფრთხე, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საფრთხეების არსებითად შესამცირებლად და, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციის მიზნით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. თუ დამატებითი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომებით შეუძლებელია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფრთხის არსებითად შემცირება, მონაცემთა დამუშავება არ უნდა განხორციელდეს. |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 31 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის მიმართვის შემთხვევაში დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირებისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაცია; ბ) დაგეგმილი მონაცემთა დამუშავების მიზნებისა და საშუალებების შესახებ ინფორმაცია; გ) მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად განსაზღვრული უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაცია; დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საკონტაქტო ინფორმაცია; ე) მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება; ვ) სხვა (დამატებითი) ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. 7. მონაცემთა სუბიექტების დიდ რაოდენობად მიიჩნევა საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 3 პროცენტისა, რომელიც გამოითვლება მოსახლეობის აღწერის ბოლო შედეგების მიხედვით. |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 31 8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მონაცემთა დაცვის ზეგავლენის დოკუმენტი არ ექვემდებარება გასაჯაროებას, თუ ამით შეიძლება საფრთხე შეექმნას სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს, დანაშაულის თავიდან აცილებას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ანდამუშავებაზე უფლებამოსილი პირის აღმატებულ ლეგიტიმურ ინტერესებს. 9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების ვალდებულების წარმომშობი გარემოებების დადგენის კრიტერიუმები და შეფასების განხორციელების წესი დგინდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით. |