Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 38 გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელი პირების მიერ სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის აღებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი. 1. პირი, რომელზედაც ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალურ წყალსარგებლობაზე სანებართვო რეჟიმის ამოქმედებამდე გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, სპეციალურ წყალსარგებლობას ახორციელებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესაბამისად. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, როდესაც იცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და საჭიროა ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება ისე, რომ არ ხდებოდეს ექსპლუატაციის პირობის ცვლილება, საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა უნდა აიღოს ამ კანონით დადგენილი წესით. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შემთხვევაში ეს ცვლილება უნდა განხორციელდეს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 7-1 მუხლით დადგენილი წესით. |
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 38 2. თუ საქმიანობის განმახორციელებელ პირს ეცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და ესაჭიროება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება, რაც იწვევს ექსპლუატაციის პირობის ცვლილებას, საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-7 მუხლით განსაზღვრული საქმიანობის სკრინინგის პროცედურის ფარგლებში ან გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-5 მუხლის 12-1 მუხლით გათვალისწინებულ ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ამ კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრული სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია. წყალსარგებლობის ვადა და პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-20 მუხლითა და შესაბამისი გადაწყვეტილებით. |