Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 68 4. თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარემ იცოდა მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ ან იმის თაობაზე, რომ შეცილებული ქმედების შედეგად მოვალე გადახდისუუნარო გახდა, მოვალის მიერ ქონების დაბრუნების მოთხოვნა არ შეიძლება დამოკიდებული გახდეს მოვალის მიერ შეცილების მოწინააღმდეგე მხარისგან მიღებულის მისთვის დაბრუნებაზე. 5. თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარემ იცოდა მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ ან იმის თაობაზე, რომ შეცილებული ქმედების შედეგად მოვალე გადახდისუუნარო გახდა, შეცილების უფლების მქონე პირის სურვილით, შეცილების მოწინააღმდეგე მხარეს ქონების დაბრუნების ნაცვლად შეიძლება მოეთხოვოს არასათანადო შესრულებით გამოწვეული სხვაობის შესაბამისი თანხის ანაზღაურება. |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 68 შეცილების სამართლებრივი შედეგები და დაბრუნების ფარგლები. 1. შეცილების უფლების გამოყენებით წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მოვალეს ქონება უნდა დაუბრუნდეს უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შეცილებული ქმედების შედეგად წარმოშობილი უზრუნველყოფა უქმდება. 2. თუ საცილო შესრულების/სარგებლის მიმღები კრედიტორია, ქონების მოვალისთვის დაბრუნების პარალელურად, აღდგენილი უნდა იქნეს ის კრედიტორული მოთხოვნა, რომელიც შეცილებული ქმედებით დაკმაყოფილდა. 3. თუ მოვალისთვის ქონების დაბრუნების შემდგომი საპასუხო შესრულება მოვალის ქონებიდან ნაწილის გამოყოფას ეხება, გამოყოფილი ქონება შეცილების მოწინააღმდეგე მხარეს უნდა გადაეცეს. თუ ეს შეუძლებელია, შეცილების მოწინააღმდეგე მხარეს წარმოეშობა კრედიტორული მოთხოვნა, რომელიც მოვალისთვის გადაცემული შესრულების/სარგებლის ღირებულების ეკვივალენტურია. ეს ღირებულება იმ მომენტისთვის გაანგარიშდება, როდესაც შეცილების მოწინააღმდეგე მხარე მოვალეს დაუბრუნებს შეცილებული ქმედების შედეგად მიღებულ სარგებელს. |