Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 98 აკრედიტაციის მოწმობა და მისი ვადა. 1. აკრედიტაციის მოწმობა არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. იგი გაიცემა აკრედიტაციის ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადით, რომელიც ყველა ტიპის აკრედიტებული ორგანოებისთვის საერთოა. 2. აკრედიტაციის მოწმობის გაცემა ადასტურებს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს კომპეტენტურობას, დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას შესაბამისობის შეფასების (შშ) კონკრეტულ სფეროში სპეციფიკური საქმიანობის განსახორციელებლად. აკრედიტაციის სფერო, რომლის ფარგლებშიც აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საქმიანობა, აკრედიტაციის მოწმობის განუყოფელი ნაწილია. 3. აკრედიტაციის მოწმობის ვადის განმავლობაში აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უნდა აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის წესებითა და პროცედურებით დადგენილ მოთხოვნებს. |