Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 85 ბავშვის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. 1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ბავშვის უფლებების ეფექტიანი დაცვისა და მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო შეიმუშავებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამებს. 2. ამ კოდექსის საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების მიზნებია: ა) ბავშვის სოციალური განვითარების ხელშეწყობა; ბ) ბავშვის განათლების ხელშეწყობა; გ) ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; დ) ბავშვზე ზრუნვის ხელშეწყობა; ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ვ) ბავშვზე ზრუნვის დაწესებულების ფუნქციონირების უზრუნველყოფა. 3. ბავშვის მხარდაჭერის პროგრამას ახორციელებს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო. ამასთანავე, ეს პროგრამა შეიძლება განახორციელონ მუნიციპალიტეტმა და კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირებმა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 85 4. კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და ითვალისწინებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. 5. კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელება კოორდინირებული უნდა იყოს საჯარო დაწესებულების შესაბამის ღონისძიებასთან. 6. ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას შეიმუშავებს უფლებამოსილი სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. |