Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 2272 სტაციონარული პლატფორმის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, განადგურება ან დაზიანება. 1. სტაციონარული პლატფორმის (ხელოვნური კუნძული, დანადგარი ან ნაგებობა, რომელიც დამაგრებულია ზღვის ფსკერზე რესურსების დაზვერვის ან ათვისების, ან სხვა ეკონომიკური მიზნებისათვის) მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ძალადობით ან ძალადობის მუქარით, აგრეთვე სტაციონარულ პლატფორმაზე მყოფი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობა, რომელიც საშიშროებას უქმნის მის უსაფრთხოებას, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. 2. სტაციონარულ პლატფორმაზე ისეთი მოწყობილობის ან ნივთიერების განთავსება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მისი განადგურება ან დაზიანება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. 3. სტაციონარული პლატფორმის განადგურება ან დაზიანება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. |